საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
Article 498. განაჩენის დადგენისას სასამართლოს მიერ გადასაწყვეტი საკითხები
1. განაჩენის დადგენისას სასამართლო თანამიმდევრობით წყვეტს შემდეგ საკითხებს: ა) ჩაიდინა თუ არა განსასჯელმა სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედება; ბ) არის თუ არა განსასჯელის ქმედება მართლსაწინააღმდეგო; გ) შეერაცხება თუ არა განსასჯელს ბრალად ჩადენილი ქმედება; დ) უნდა დაისაჯოს თუ არა განსასჯელი მის მიერ ჩადენილი დანაშაულისათვის; ე) რა სასჯელი უნდა დაენიშნოს განსასჯელს და რა ზომით; ვ) უნდა მოიხადოს თუ არა განსასჯელმა დანიშნული სასჯელი; ზ) (ამოღებულია); თ) უნდა დაკმაყოფილდეს თუ არა სამოქალაქო სარჩელი, ვის სასარგებლოდ და რა ოდენობით; ი) გასაუქმებელია თუ არა სამოქალაქო სარჩელის ან/და ქონების შესაძლო ჩამორთმევის უზრუნველსაყოფად მიღებული ზომები; კ) სამოქალაქო სარჩელის ან/და ქონების ჩამორთმევის საკითხს; ლ) როგორი იქნება ნივთიერ მტკიცებულებათა ბედი; მ) საჭიროა თუ არა გაუქმდეს, შეიცვალოს ან შეირჩეს აღკვეთის ღონისძიება; ნ) ვის უნდა დაეკისროს სასამართლო ხარჯები და რა ოდენობით; ო) დამნაშავედ მიჩნეული პირის მიმართ უნდა გამოიყენონ თუ არა იძულებითი მკურნალობა.
2. გამამართლებელი განაჩენის დადგენისას სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას გამართლებულისათვის გამოძიების ორგანოების, პროკურატურისა თუ სასამართლოს უკანონო მოქმედებით მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ.
