1.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
1.
Closest in meaning — including in other laws
Always up-to-date legal framework
2.თუ განსასჯელი მიჩნეულია დამნაშავედ რამდენიმე დანაშაულში, რომელთაგან თითოეული კვალიფიცირდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით და შეიძლება ცალკე იქნეს განხილული, საკასაციო ინსტანციის სასამართლოს შეუძლია გააუქმოს განაჩენი და გაგზავნოს საქმე ხელახალი სასამართლო განხილვისათვის ერთი ან რამდენიმე ბრალდების ნაწილში და უცვლელად დატოვოს დანარჩენ ნაწილში.
3.განაჩენის შეცვლისას სასამართლოს უფლება აქვს გამორიცხოს ბრალდების ის ნაწილები ან ეპიზოდები, ანდა ის გარემოებები, რომლებიც ამძიმებენ ბრალდებულის პასუხისმგებლობას.
4.სამოქალაქო სარჩელის ნაწილში განაჩენის გაუქმებისას საქმე ამ ნაწილში ხელახლა განსახილველად გადაეცემა სამოქალაქო სამართალწარმოების წესით.
5.თუ განაჩენის გაუქმებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის დროს ვერ დადგინდა დანაშაულის შემთხვევა ან ვერ დამტკიცდა განსასჯელის მონაწილეობა დანაშაულში, საკასაციო განჩინებაში აღინიშნება, რომ სამოქალაქო სარჩელს უარი ეთქვა.
6.სხვა საფუძვლით განაჩენის გაუქმებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის დროს განჩინების სარეზოლუციო ნაწილში აღინიშნება, რომ სარჩელი არ განიხილება.
7.საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია გამოაცხადოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2354 - სსმ I, №36(43), 29.07.1999 წ., მუხ.178 საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48 საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94 საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2936 - სსმ I, №14,15.05. 2006 წ., მუხ.89
The amendments this article has been through
Specifies the grounds for transferring a case to another jurisdiction.
amending act №26092Modifies the definition of the principles of criminal procedure.
amending act №29152Adds a new subparagraph 'e' allowing for complete annulment of first and appeal court decisions.
amending act №12046Article 681: Adjusts the effective dates of certain provisions within the Criminal Code.
amending act №16990Unspecified change.
amending act №11614These lawyers work in the legal area related to this article.