საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
Article 615. გადაწყვეტილების აღსრულებისას გამოვლენილი ბუნდოვანება-უზუსტობების აღმოფხვრა
გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს, აღმოფხვრას გადაწყვეტილებაში არსებული ბუნდოვანება-უზუსტობები, რაც არ გამოიწვევს მის გაუქმებას ან შეცვლას, კერძოდ: ა) დააზუსტოს დაკავებისა და დაპატიმრების თარიღები, აგრეთვე ვადა, რომელიც ჩაითვალა სასჯელის დანიშვნისას; ბ) შეასწოროს პროცესის მონაწილის სახელი და გვარი; გ) დააზუსტოს და გაანაწილოს სასამართლო ხარჯები; დ) გადაწყვიტოს ნივთიერ მტკიცებულებათა საკითხი; დ 1 ) დააზუსტოს ქონებაზე ყადაღის საკითხი; ე) გადაწყვეტილებაში შეიტანოს სხვა დაზუსტება, რომელიც გავლენას არ მოახდენს სასამართლოს დასკვნაზე მსჯავრდებულის ქმედების კვალიფიკაციის, სასჯელის ღონისძიების, სამოქალაქო სარჩელის დაკმაყოფილებისა და სარჩელის თანხის განსაზღვრის შესახებ. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48 საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4212 - სსმ I, №1, 03.01.2007წ., მუხ.15 საქართველოს 2007 წლის 22 ივნისის კანონი №5032 - სსმ I, №26, 11.07.2007წ., მუხ.239
