1.აღსრულების ეროვნული ბიურო დაუბრუნებს აპლიკანტს დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადებას, თუ: ა) სასამართლოს წარმოებაშია საქმე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით; ბ) არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება იმავე საქმესთან დაკავშირებით, ასევე გადაწყვეტილება ან განჩინება მოსარჩელის მიერ სარჩელზე უარის თქმის, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობის ან მხარეთა მორიგების დამტკიცების შესახებ; გ) არსებობს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის ბრძანება დავალიანების გადახდევინების შესახებ ან მორიგების პირობების დამტკიცების თაობაზე ან გადაწყვეტილება დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემაზე უარის თაობაზე იმავე საქმესთან დაკავშირებით; დ) აპლიკანტმა დადგენილ ვადაში არ გამოასწორა ხარვეზი; ე) განცხადება შეიტანა არაუფლებამოსილმა პირმა; ვ) (ამოღებულია - 20.03.2015, №3383 ).
2.განცხადების აპლიკანტისათვის დაბრუნება იწვევს გამარტივებული წარმოების დასრულებას.
3.განცხადების დაბრუნების შემთხვევაში აპლიკანტს დაუბრუნდება მის მიერ საგარანტიო თანხის სახით შეტანილი აღსრულების წინასწარი საფასური და ყადაღის დადებისათვის გადახდილი საფასური.
4.ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გარემოებების, ასევე ხარვეზის შემდგომ გამოსწორების შემთხვევაში აპლიკანტი უფლებამოსილია ამ თავით დადგენილი წესით აღსრულების ეროვნულ ბიუროში ხელახლა შეიტანოს განცხადება დავალიანების გადახდევინების შესახებ. საქართველოს 2012 წლის 8 მაისის კანონი №6145 – ვებგვერდი, 17.05.2012წ. საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3383 - ვებგვერდი, 31.03.2015წ.






