საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
Article 643. არასრულწლოვნის ცხოვრებისა და აღზრდის პირობების გამოკვლევა
არასრულწლოვნის ცხოვრებისა და აღზრდის პირობების გამოკვლევისას უნდა გაირკვეს: ა) ოჯახური ვითარება, ოჯახის შემადგენლობა, მატერიალური უზრუნველყოფა, საბინაო პირობები, ოჯახის უფროს წევრთა ერთმანეთთან ურთიერთობა, უფროსებისა და ბავშვების ურთიერთობა, თავისუფალი დროის გამოყენების პირობები ოჯახში, მშობლების დამოკიდებულება შვილების აღზრდისადმი, ბავშვების ქცევისადმი მშობელთა კონტროლის ფორმები; ბ) ვითარება სკოლაში, ლიცეუმში, სხვა სასწავლებელში ან წარმოებაში, სადაც სწავლობს ან მუშაობს არასრულწლოვანი, მისი დამოკიდებულება სწავლისა და შრომისადმი, საზოგადოებრივ დავალებათა შესრულებისადმი, ურთიერთობა აღმზრდელებსა და დამრიგებლებთან, თანატოლებთან, არასრულწლოვნის მიმართ ადრე გამოყენებული აღმზრდელობითი ღონისძიების ხასიათი და ეფექტიანობა; გ) არასრულწლოვნის ურთიერთობები და ქცევა სახლისა და სამუშაოს გარეთ; სხვადასხვა ფორმალური თუ არაფორმალური ჯგუფის ან გაერთიანების საქმიანობაში მონაწილეობა და მისი ურთიერთობა აღნიშნული ჯგუფის სხვა წევრებთან.
