საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ
Article 14^1. საკრებულოს ბიურო
1. საკრებულოს ბიურო შედგება საკრებულოს თავმჯდომარის, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილისა და მოადგილეების, საკრებულოს მუდმივმოქმედი კომისიებისა და ფრაქციების თავმჯდომარეებისაგან.
2. საკრებულოს ბიურო : ა) ადგენს საკრებულოს სხდომის დღის წესრიგს, გარდა ამ კანონის მე-13 მუხლის მე-3 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა, აგრეთვე საკრებულოს სამუშაო გეგმებისა და სამუშაო პროგრამების პროექტებს; ბ ) კოორდინაციას უწევს საკრებულოს კომისიებისა და დროებითი კომისიების მუშაობას ; გ ) განიხილავს საკრებულოს სხდომაზე გასატანი სამართლებრივი აქტების პროექტებზე საკრებულოს კომისიებისა და დროებითი კომისიების დასკვნებს ; დ ) ისმენს ქალაქ თბილისის მერის წარმომადგენლის , საკრებულოს მიერ შექმნილი ორგანოების ხელმძღვანელთა და თანამდებობის პირთა ანგარიშებს ; ე ) საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით წყვეტს ფრაქციების რეგისტრაციის საკითხებს ; ვ) გადაწყვეტილებას იღებს საკრებულოს თავმჯდომარის სხვა სახელმწიფოში მივლინების საკითხთან დაკავშირებით; ზ ) ახორციელებს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს .
3. საკრებულოს ბიუროს სხდომებს იწვევს და თავმჯდომარეობს საკრებულოს თავმჯდომარე ან საკრებულოს თავმჯდომარის დავალებით – საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ან ერთ-ერთი მოადგილე. საქართველოს 2007 წლის 27 აპრილის კანონი №4687-სსმI, №16, 07.05.2007წ., მუხ.128 საქართველოს 2010 წლის 29 ივნისის კანონი №3227-სსმI, №32, 06.07.2010წ., მუხ.197 საქართველოს 2011 წლის 8 აპრილის კანონი №4521-ვებგვერდი, 02.05.2011წ.
