საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ
Article 20. საკრებულოს წევრის და არჩევითი თანამდებობის პირის სტატუსი
1. საკრებულოს წევრის უფლებამოსილება იწყება მისი უფლებამოსილების ცნობის დღიდან და მთავრდება ახალარჩეული საკრებულოს პირველი შეკრებისთანავე ან საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტისთანავე.
2. საკრებულოს წევრს უფლება აქვს : საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ისარგებლოს ყველა ინფორმაციით , რომელიც აუცილებელია მისი უფლებამოსილების განსახორციელებლად ; სათათბირო ხმის უფლებით დაესწროს ქალაქ თბილისის მთავრობის , ქალაქ თბილისის რაიონების გამგეობათა სხდომებს ; შეკითხვით მიმართოს საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებულ ორგანოს , ქალაქ თბილისის მერს , ქალაქ თბილისის რაიონის გამგებელს , ქალაქ თბილისის მთავრობის სხვა წევრებს და მიიღოს მათგან შესაბამისი პასუხები . შესაბამისი ორგანო და თანამდებობის პირი ვალდებული არიან ერთი კვირის ვადაში უპასუხონ საკრებულოს წევრის შეკითხვას . საკრებულოს წევრის და არჩევითი თანამდებობის პირის უფლებამოსილება , საქმიანობის წესი და გარანტიები განისაზღვრება „ ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს წევრის სტატუსის შესახებ “ საქართველოს კანონით და სხვა ნორმატიული აქტებით .
3. საკრებულოს წევრს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება: ა) პირადი განცხადების საფუძველზე; ბ) თუ მის მიმართ კანონიერ ძალაში შევიდა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი; გ) თუ სასამართლომ ცნო ქმედუუნაროდ, უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გარდაცვლილად; დ) თუ შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა; ე ) თუ არასაპატიო მიზეზით ოთხი თვის განმავლობაში არ მონაწილეობდა საკრებულოს მუშაობაში , რაც ერთობლივად მოიცავს საკრებულოს სხდომებზე და კომისიებში მუშაობას ; ვ) თუ გარდაიცვალა; ზ) საქართველოს კანონით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებში.
