1.საკრებულოს წევრს უფლება აქვს საკრებულოს სხდომაზე: ა) დასვას საკითხი განსახილველად; ბ) შეიტანოს შენიშვნები და წინადადებები საკრებულოს კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ ყველა საკითხზე; გ) მონაწილეობა მიიღოს კამათში, შეკითხვით მიმართოს მომხსენებელსა და სხდომის თავმჯდომარეს, მოითხოვოს პასუხი და შეაფასოს იგი; დ) გააცნოს საკრებულოს მოქალაქეთა წერილები და მიმართვები; ე) გამოთქვას აზრი საკრებულოს მიერ შესაქმნელი ორგანოებისა და იმ თანამდებობის პირთა კანდიდატურების შესახებ, რომელთაც ირჩევს, ნიშნავს, ამტკიცებს ან რომელთა დანიშვნაზედაც თანხმობას აძლევს საკრებულო; ვ) მონაწილეობა მიიღოს ბიუჯეტის, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის საკითხის განხილვაში; ზ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობითა და საკრებულოს დებულებით (რეგლამენტით) გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებები.
ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ
Article 32^5. საკრებულოს წევრის უფლებამოსილებების განხორციელება საკრებულოს სხდომაზე
Consolidation №36 Verified against the current consolidation · 5 Feb 2014
