საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ
Article 49^2. ქალაქ თბილისის ბიუჯეტის შემოსავალი და ხარჯები
1. ქალაქ თბილისის ბიუჯეტი შეიცავს საშემოსავლო და ხარჯვით ნაწილებს .
2. ბიუჯეტის შემოსავლის ფორმირება ხდება საქართველოს კანონმდებლობისა და ქალაქ თბილისის თვითმმართველობის ორგანოების სამართლებრივი აქტების შესაბამისად .
3. ბიუჯეტის ხარჯები იყოფა მიმდინარე და კაპიტალურ ხარჯებად .
4. კაპიტალური ხარჯები ითვალისწინებს ქალაქ თბილისის თვითმმართველობის ორგანოების ხარჯების საინვესტიციო და საინოვაციო საქმიანობის დაფინანსებას დედაქალაქისა და მისი რაიონების მიხედვით .
5. მიმდინარე ხარჯები ითვალისწინებს ქალაქ თბილისის თვითმმართველობის ორგანოების , რაიონების , სამართალდამცავი სამსახურების საქმიანობის , თბილისის მიერ დედაქალაქის ფუნქციების განხორციელებასთან დაკავშირებულ ხარჯებს , ადგილობრივი მეურნეობის , მეცნიერების , განათლების , ჯანმრთელობის დაცვის , სოციალური უზრუნველყოფის , გარემოს დაცვის , საბინაო - კომუნალური მეურნეობის და მომსახურების სხვა სფეროს დაწესებულებებისა და ორგანიზაციების , აგრეთვე სხვა მიმდინარე ხარჯების დაფინანსებას .
6. ქალაქ თბილისის ბიუჯეტში არსებობს მერის სარეზერვო ფონდი , საიდანაც სახსრები გამოიყოფა ისეთი საგანგებო შემთხვევებისათვის , როგორიცაა მერიის გაუთვალისწინებელი ხარჯები . მერის სარეზერვო ფონდთან დაკავშირებით ანგარიშის წარდგენის წესი განისაზღვრება საკრებულოს დადგენილებით . მერის სარეზერვო ფონდიდან სახსრები გამოიყოფა ფონდის მიზნობრივი დანიშნულების შესაბამისად , მერის განკარგულებით , შესაბამისი ( საფინანსო ) საქალაქო სამსახურის მიერ . სარეზერვო ფონდის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ბიუჯეტის ხარჯების საერთო ოდენობის 2 პროცენტს .
