1.მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობებია საანგარიშო პერიოდში ბიუჯეტში მიღებული ფულადი სახსრების ერთობლიობა: ა) შემოსავლები; ბ) არაფინანსური აქტივები (არაფინანსური აქტივებით განხორციელებული ოპერაციებიდან მიღებული სახსრები); გ) ფინანსური აქტივები (ფინანსური აქტივებით განხორციელებული ოპერაციებიდან მიღებული სახსრები, ნაშთის გამოყენების გარდა); დ) ვალდებულებები (ვალდებულებების აღების შედეგად მიღებული სახსრები).
ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი
