საკრებულოს წევრის საქმიანობის ფორმებია: ა) საკრებულოს სხდომებში მონაწილეობა; ბ) საკრებულოს ორგანოების მუშაობაში მონაწილეობა; გ) საკრებულოს გადაწყვეტილებათა პროექტების მომზადება და მათი ინიციირება; დ) საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის დავალებათა შესრულება; ე) საკრებულოს ფრაქციების, ჯგუფებისა და კომისიების მუშაობაში მონაწილეობა; ვ) საკრებულოსადმი დაქვემდებარებულ ორგანოთა ხელმძღვანელებისადმი კითხვით მიმართვა; ზ) ამომრჩეველთა მიღება, მათი წერილების, წინადადებებისა და საჩივრების განხილვა; თ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა ფორმები.
ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოს საკრებულოს წევრის სტატუსის შესახებ
Article 8. საკრებულოს წევრის საქმიანობის ფორმები
Consolidation №5 Verified against the current consolidation · 28 Dec 2009
