ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ
Article 32^3. საკრებულოს წევრის შეზღუდვები და საქმიანობის ფორმები
1. საკრებულოს წევრს უფლება არა აქვს: ა) იყოს სხვა წარმომადგენლობითი ორგანოს წევრი; ბ) ეკავოს თანამდებობა, რომელზედაც არჩევა, დანიშვნა ან დამტკიცება ხდება საქართველოს პარლამენტის მიერ; გ ) ეკავოს თანამდებობა , რომელზე დანიშვნაც ხდება საქართველოს პრეზიდენტის , საქართველოს მთავრობის ან საქართველოს პრემიერ - მინისტრის მიერ ; დ) ეკავოს თანამდებობა, რომელზედაც არჩევა, დანიშვნა ან დამტკიცება ხდება აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების მიერ; ე) იმუშაოს საქართველოს სასამართლო ხელისუფლების, პროკურატურის, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის , შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების ორგანოებში ; ვ) იყოს საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელე; ზ) იმუშაოს იმ სახელმწიფო ორგანოში, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სახელმწიფო ზედამხედველობას უწევს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს; თ) იმუშაოს საკრებულოს აპარატში და გამგეობაში (მერიაში); ი) მონაწილეობა მიიღოს თვითმმართველი ერთეულის საწარმოების მართვაში (იყოს დირექტორი, დირექტორის მოადგილე, სამეთვალყურეო ან დირექტორთა საბჭოს წევრი და სხვა), აგრეთვე იყოს შესაბამისი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტით დაფინანსებული დაწესებულების დირექტორი ან დირექტორის მოადგილე, გარდა საგანმანათლებლო (სასკოლო დაწესებულებები და სხვა), კულტურის (თეატრები და სხვა) და ჯანმრთელობის დაცვის (საავადმყოფოები და სხვა) დაწესებულებებისა.
