„საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონის
Article 26. სასაზღვრო რეჟიმი
1. ,,სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესი“ ადგენს სასაზღვრო რეჟიმს სასაზღვრო ზონასა და სასაზღვრო ზოლში. სასაზღვრო რეჟიმი ამ კანონის შესაბამისად აზუსტებს სამუშაოთა წარმოების, პირთა შესვლის, დროებით ყოფნისა და გადაადგილების, აგრეთვე ნავმისადგომებში, პორტებსა და ბაზირების სხვა პუნქტებში, საქართველოს შიდა წყლებში არასამხედრო და სამხედრო გემების აღრიცხვის, ყოფნისა და ცურვის წესებს.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის გათვალისწინებით, ნავმისადგომებში, პორტებსა და ბაზირების სხვა პუნქტებში, საქართველოს შიდა წყლებში არასამხედრო და სამხედრო გემების აღრიცხვის, ყოფნისა და ცურვის წესები ვრცელდება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის მიმდებარე რაიონების ტერიტორიაზედაც, სადაც სასაზღვრო ზონა დადგენილი არ არის.
