„საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონის
Article 27. სასაზღვრო ზონასა და სასაზღვრო ზოლში პირისა და ტრანსპორტის შესვლა, დროებით ყოფნა და გადაადგილება
1. სასაზღვრო ზოლსა და სასაზღვრო ზონაში პირისა და ტრანსპორტის შესვლა, დროებით ყოფნა და გადაადგილება ხდება საქართველოს კანონმდებლობითა და „სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესით“ დადგენილი პროცედურების შესაბამისად, დადგენილი ფორმის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტისა და ტრანსპორტზე სათანადო დოკუმენტების წარდგენისას.
2. სასაზღვრო ზოლსა და სასაზღვრო ზონაში პირისა და ტრანსპორტის შესვლის ადგილი და დრო, დროებით ყოფნის სხვა პირობები და გადაადგილების მარშრუტი განისაზღვრება „სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესით“. საქართველოს 2021 წლის 22 დეკემბრის კანონი №1200 – ვებგვერდი, 30.12.2021წ.
