„საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონის
Article 20. უცხო სახელმწიფოს არასამხედრო, სამხედრო და ატომური გემების მიერ ნავიგაციის და სხვა წესების დაცვის ვალდებულებანი
1. საქართველოს ტერიტორიულ და ში გ ა წყლებში შემოსვლისა და ყოფნის დროს უცხო სახელმწიფოს არასამხედრო, სამხედრო და ატომური გემები ვალდებული არიან დაიცვან რადიოკავშირის, ნავიგაციის, საპორტო, საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული და სანიტარიული წესები, აგრეთვე ამ კანონითა და „სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესით“ დადგენილი სხვა მოთხოვნები.
2. საქართველოს ტერიტორიულ და შიდა წყლებში იძულებითი შემოსვლისა და ყოფნის ან ცურვის წესების იძულებითი დარღვევის შემთხვევაში უცხო სახელმწიფოს არასამხედრო, სამხედრო და ატომური გემები ვალდებულნი არიან ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობონ საქართველოს უახლოესი პორტის ადმინისტრაციას.
3. თუ უცხო სახელმწიფოს არასამხედრო გემი არ აცნობებს საქართველოს უახლოესი პორტის ადმინისტრაციას საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში და შიდა საზღვაო წყლებში იძულებითი შემოსვლის, ყოფნის ან ცურვის წესების იძულებითი დარღვევის თაობაზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანო დამოუკიდებლად ან საჭიროების შემთხვევაში სხვა შესაბამისი უფლებამოსილების მქონე სახელმწიფო ორგანოებთან ერთად დროებით აკავებს ამ გემს აღნიშნული წესების დარღვევის გამომწვევ გარემოებათა შესამოწმებლად. თუ აღმოჩნდა, რომ გემის მიერ საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში და შიდა საზღვაო წყლებში შემოსვლის, ყოფნის ან ცურვის წესების დარღვევას არა აქვს გამამართლებელი საფუძველი, მის მიმართ გამოიყენება ამ კანონის 36-ე, 37-ე და 38-ე მუხლებით გათვალისწინებული იძულებითი ღონისძიებები.
