Article 21. მუნიციპალური ნარჩენების შეგროვების სისტემის მონიტორინგი და მართვა
1. მუნიციპალური ნარჩენების შეგროვების სისტემის ოპტიმიზაციის მიზნით, მუნიციპალიტეტმა ან მომსახურების მომწოდებელმა უნდა განახორციელოს შეგროვების პროცესის მონიტორინგი და შეაგროვოს ინფორმაცია გაწეული მომსახურების ეფექტიანობის შესაფასებლად.
2. ნარჩენების მართვის კოდექსისა და ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების შესაბამისად ეფექტიანი სისტემის ფუნქციონირების მიზნით, მუნიციპალიტეტმა და მომსახურების მომწოდებელმა უნდა განახორციელოს შესრულების შემდეგი პარამეტრების მონიტორინგი: ა) მონაცემები, რომლებიც საშუალებას იძლევა მიმდინარე შედეგების მიღწეულ შედეგებთან შედარებას, მართვის მიდგომაში ან შესაძლებლობების განვითარებაში განხორციელებულ ცვლილებათა ეფექტების შესაფასებლად; ბ) მონაცემები მუნიციპალიტეტის სხვადასხვა უბანში ან სხვადასხვა მუნიციპალიტეტში მიღწეული შედეგების შესადარებლად; გ) მონაცემები სხვადასხვა შემგროვებლის მიერ სხვადასხვა მარშრუტზე მიღწეული შედეგების, მათ შორის მძღოლების შეფასების ან საჭიროებების შესადარებლად; დ) მონაცემები ავტომანქანების პროფილაქტიკური სამუშაოების განრიგის შედგენისა და საწვავის მოხმარების კონტროლისათვის; ე) მონაცემები ავტომანქანის საექსპლუატაციო პერიოდის შესახებ, სამომავლოდ შესყიდვების პროცესში გათვალისწინების მიზნით ; ვ) მონაცემები ნარჩენების სრულ შეგროვებასთან (შეგროვების სიხშირე, თითოეულ ავტომანქანაზე მიმაგრებული ჯგუფის წევრების რაოდენობა, ავტომანქანის ზომა ან ტიპი) დაკავშირებული ხარჯების შეფასებისა და მონიტორინგისათვის; ზ) მონაცემები შეგროვებისა და ტრანსპორტირებისათვის საჭირო დროის შესახებ.
