საქართველოს საგადასახადო კოდექსი
Article 7. ადგილობრივი გადასახადის დაწესება, შემოღება, მისი გადახდის პირობების შეცვლა და გადასახადის გაუქმება
1. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო უფლებამოსილია შემოიღოს ამ კოდექსით დაწესებული ადგილობრივი გადასახადი მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ერთიანი განაკვეთის სახით ან/და ამ მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ცალკეული დარგების ან/და საქმიანობის სახეების მიხედვით, ამავე კოდექსით დადგენილი ზღვრული განაკვეთის ფარგლებში.
2. მუნიციპალიტეტი ვალდებულია ადგილობრივი გადასახადის შემოღების, მისი გადახდის პირობების შეცვლის ან შემოღებული ადგილობრივი გადასახადის გაუქმების შესახებ ინფორმაცია და სათანადო ნორმატიული აქტის ასლი მისი გამოქვეყნებისთანავე გაუგზავნოს შემოსავლების სამსახურსა და შესაბამის საგადასახადო ორგანოებს. საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონი №189 - ვებგვერდი, 29.12.2012წ. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6942 – ვებგვერდი, 28.07.2020წ. მუხლი 7 1 . საგადახდო მომსახურების პროვაიდერთან გახსნილი საგადახდო ანგარიშის მიმართ მოთხოვნები 1. „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად რეგისტრირებულ საგადახდო მომსახურების პროვაიდერთან გახსნილი გადასახადის გადამხდელის საგადახდო ანგარიშის მიმართ ვრცელდება ამ კოდექსის 54-ე მუხლით, 71-ე მუხლით, 238-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით, 241-ე მუხლის მე-7, მე-8, მე-10 და მე-11 ნაწილებითა და 243-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-4 ნაწილებით საბანკო დაწესებულებისთვის საბანკო ანგარიშის მიმართ განსაზღვრული დებულებები, თუ მან ელექტრონული ფულის სქემაში იურიდიული პირი, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული ინდივიდუალური მეწარმე და იურიდიული პირის სტატუსის არმქონე სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი ჩართო, როგორც გადამხდელი.
