1.არქიტექტორები თავიანთი პროფესიული საქმიანობის განსახორციელებლად შემოქმედებითი, სოციალური, კოლეგიალური და ეთიკური საკითხების მოგვარების, სახელმწიფო ორგანოებთან და საზოგადოებრიობასთან ურთიერთობის კოორდინაციის მიზნით, უფლებამოსილნი არიან შექმნან არქიტექტორთა პროფესიული კავშირები.
2.არქიტექტორთა პროფესიული კავშირები კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებენ არქიტექტორთა პროფესიული ინტერესების დაცვას, არქიტექტურული საქმიანობის საზოგადოებრივ რეგულირებას.
3.არქიტექტურული საქმიანობის პროცესში მონაწილე სუბიექტებს შორის ურთიერთობის მოწესრიგების, არქიტექტორთა ინტერესების დაცვისა და არქიტექტურული საქმიანობის უზრუნველყოფის მიზნით, არქიტექტურისა და ქალაქთმშენებლობის სახელმწიფო ორგანოები და მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოები თანამშრომლობენ არქიტექტორთა პროფესიულ კავშირებთან. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6986-რს – ვებგვერდი, 28.07.2020წ. თავი VIII. პასუხისმგებლობა ამ კანონის დარღვევისათვის





