1.სავალდებულო სერტიფიცირებას ექვემდებარებიან: არქიტექტურული პროექტის დამოწმების უფლებამოსილების მქონე არქიტექტორი, კონსტრუქციული პროექტის დამოწმებისთვის, სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის პასუხისმგებელი ინჟინერ-მშენებელი, არქიტექტურული პროექტისა და კონსტრუქციული პროექტის ექსპერტი.
2.მშენებლობის ნებართვის გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოში სანებართვო დოკუმენტაციის შემსწავლელი სპეციალისტები ექვემდებარებიან სავალდებულო სერტიფიცირებას.
3.ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით განსაზღვრული პირების სერტიფიცირების წესები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. თავი XVIII გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი






