სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე შექმნილი (მათ შორის, სსრ კავშირის დროს) გეოდეზიური მონაცემები და კარტოგრაფიული მასალები, მათ შორის, გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის შედეგად მიღებული გეოდეზიური, კარტოგრაფიული, ტოპოგრაფიული, აერო- და კოსმოსური გადაღებისა და გრავიმეტრიული მონაცემები, სახელმწიფო საკუთრებაა. საქართველოს 2007 წლის 27 აპრილის კანონი №4685 - სსმ I, №16, 07.05.2007 წ., მუხ.127
გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის შესახებ
Article 11. სახელმწიფო საკუთრება გეოდეზიურ მონაცემებსა და კარტოგრაფიულ მასალებზე
Consolidation №19 Verified against the current consolidation · 10 Jun 2026
