„საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის
Article 17. ბავშვის მოქალაქეობა ერთ-ერთი მშობლის მოქალაქეობის შეცვლისას
ერთ-ერთი მშობლის მიერ საქართველოს მოქალაქეობის შეცვლისას ბავშვი ინარჩუნებს საქართველოს მოქალაქეობას, თუ იგი საქართველოს ტერიტორიაზე საცხოვრებლად რჩება. თუ საქართველოს მოქალაქეობიდან გადის ერთ-ერთი მშობელი და 14 წელს მიუღწეველ ბავშვთან ერთად მუდმივ საცხოვრებლად მიემგზავრება საქართველოს ფარგლებს გარეთ, ბავშვს უწყდება საქართველოს მოქალაქეობა. ერთ-ერთი მშობლის მოქალაქეობის დაკარგვა არ იწვევს ბავშვის მოქალაქეობის შეცვლას. საქართველოს 1996 წლის 15 ოქტომბრის კანონი №423, პარლამენტის უწყებანი, №27-28/4, 21.11.1996წ., გვ.22
