„საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის
Article 12. ბავშვის მოქალაქეობა, რომლის ერთ-ერთი მშობელი საქართველოს მოქალაქეა
მშობლების სხვადასხვა მოქალაქეობისას, თუ ბავშვის დაბადების მომენტისათვის ერთ-ერთი მათგანი საქართველოს მოქალაქეა, ბავშვი ითვლება საქართველოს მოქალაქედ, თუ: ა) დაიბადა საქართველოს ტერიტორიაზე; ბ) დაიბადა საქართველოს ფარგლებს გარეთ, მაგრამ მის ერთ-ერთ მშობელს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი აქვს საქართველოს ტერიტორიაზე; გ) ერთ-ერთი მშობელი მისი დაბადების მომენტისათვის (დაბადების ადგილის მიუხედავად) საქართველოს მოქალაქეა, ხოლო მეორე - მოქალაქეობის არმქონე პირი ან უცნობია. მშობელთა სხვადასხვა მოქალაქეობისას, თუ ბავშვის დაბადების მომენტისათვის ერთ-ერთი მათგანი საქართველოს მოქალაქეა და ორივე ცხოვრობს საქართველოს ფარგლებს გარეთ, საქართველოს ფარგლებს გარეთ დაბადებული ბავშვის მოქალაქეობის საკითხი წყდება მშობელთა შეთანხმებით, მშობლების შეუთანხმებლობის შემთხვევაში - იმ ქვეყნის კანონმდებლობით, სადაც ბავშვი დაიბადა. იმ ბავშვის მამობის დადგენის შემთხვევაში, რომლის დედა მოქალაქეობის არმქონე პირია, ხოლო მამად მიჩნეულია საქართველოს მოქალაქე, ბავშვი ხდება საქართველოს მოქალაქე დაბადების ადგილის მიუხედავად.
