„საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის
Article 3. საქართველოს მოქალაქე
საქართველოს მოქალაქედ ჩაითვლება: ა) პირი, რომელიც მუდმივად ცხოვრობდა საქართველოში არანაკლებ ხუთი წლისა და ცხოვრობს ამ კანონის სამოქმედოდ შემოღების დღისათვის, თუ ექვსი თვის ვადაში არ განაცხადებს უარს საქართველოს მოქალაქეობაზე . ბ) საქართველოში დაბადებული პირი, რომელმაც 1991 წლის 21 დეკემბრის შემდეგ დატოვა საქართველოს ტერიტორია და ამდენად ვერ აკმაყოფილებს ამ მუხლის „ ა” პუნქტის მოთხოვნებს, თუ მას არა აქვს სხვა ქვეყნის მოქალაქეობა გ ) პირი, რომელიც საქართველოს მოქალაქეობას მოიპოვებს ამ კანონის შესაბამისად. საქართველოს 1993 წლის 24 ივნისის კანონი №277-საქართველოს პარლამენტის უწყებები, №8, 1993წ., მუხ.147 საქართველოს 1996 წლის 15 ოქტომბრის კანონი №423, პარლამენტის უწყებანი, №27-28/4, 21.11.1996წ., გვ.22
