„საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის
Article 5. საქართველოს მოქალაქეთა სამართლებრივი მდგომარეობა
საქართველოს მოქალაქეებს გარანტირებული აქვთ საქართველოს კანონმდებლობით და საერთაშორისო სამართლით აღიარებული პოლიტიკური სოციალურ-ეკონომიკური, აგრეთვე პირადი უფლებები და თავისუფლებები. საქართველოს მოქალაქენი მოვალენი არიან დაიცვან საქართველოს კონსტიტუცია და სხვა კანონები, გაუფრთხილდნენ ქვეყნის ტერიტორიის მთლიანობას, ხელი შეუწყონ მის ძლიერებას, იყვნენ საქართველოს ინტერესების ერთგულნი. საქართველოს 1996 წლის 15 ოქტომბრის კანონი №423, პარლამენტის უწყებანი, №27-28/4, 21.11.1996წ., გვ.22
