„საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის
Article 1. საქართველოს მოქალაქეობა
1. საქართველო ში დადგენილია ერთიანი მოქალაქეობა.
2. საქართველოს მოქალაქე იმავდროულად არ შეიძლება იყოს სხვა სახელმწიფოს მოქალაქე, გარდა საქართველოს კონსტიტუციით დადგენილი გამონაკლისი შემთხვევისა. საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს მოქალაქეობა შეიძლება მიენიჭოს უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომელსაც საქართველოს წინაშე აქვს განსაკუთრებული დამსახურება ან რომლისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება გამომდინარეობს სახელმწიფო ინტერესებიდან. საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის ორგანული კანონი №182-სსმI, №19, 24.06.2004წ., მუხ.90
