Article 12. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება – კერძო სამართლის იურიდიული პირი
1. საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების კონცეფციის მოწონების წესისა და პირობების შესაბამისად საქართველოს მთავრობის მიერ მოწონებული უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების კონცეფციის საფუძველზე, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების მიზნით შეიძლება დაფუძნდეს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული კერძო სამართლის იურიდიული პირი. 1 1 . საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების კონცეფციის მოწონების წესისა და პირობების შესაბამისად საქართველოს მთავრობის მიერ მოწონებული უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების კონცეფციის საფუძველზე კერძო სამართლის იურიდიული პირი უფლებამოსილია განახორციელოს უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სხვა დამოუკიდებელი იურიდიული პირის შექმნის გარეშე. 1 2 . უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების კონცეფციის მოწონების შესახებ გადაწყვეტილება ძალას კარგავს იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული იურიდიული პირი საქართველოს მთავრობის მიერ უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების კონცეფციის მოწონებიდან 2 წლის ვადაში არ წარადგენს საავტორიზაციო განაცხადს. 1 3 . ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ იურიდიულ პირს უფლება არ აქვს, წარადგინოს საავტორიზაციო განაცხადი საქართველოს მთავრობის მიერ უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების კონცეფციის მოწონების გარეშე.
