1.წარმომადგენლობითი საბჭო ამ კანონის შესაბამისად: ა) შეიმუშავებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებას აკადემიური საბჭოს მონაწილეობით და მას დასამტკიცებლად წარუდგენს სამინისტროს; ბ) შეიმუშავებს და ამტკიცებს დაწესებულების შინაგანაწესს, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ეთიკის კოდექსსა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმებს; გ) ამტკიცებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბიუჯეტის შედგენის წესს და მისი სტრუქტურული ერთეულების დებულებებს (გარდა დებულებისა); დ) ირჩევს წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერს; ე) ამტკიცებს კანდიდატურას აკადემიური საბჭოს წარდგინებით; ვ) ამტკიცებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბიუჯეტს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წარდგინებით; ზ) ამტკიცებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციის სტრუქტურას ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წარდგინების საფუძველზე; თ) ამტკიცებს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წლიურ ანგარიშს; ი) აკადემიური საბჭოს მოტივირებული წინადადებით ან საკუთარი ინიციატივით უფლებამოსილია ვადამდე შეუწყვიტოს უფლებამოსილება ადმინისტრაციის ხელმძღვანელს; კ) ამტკიცებს დამხმარე პერსონალის სამსახურში მიღების წესს, შრომის ანაზღაურების ოდენობასა და პირობებს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წარდგინებით; ლ) აკადემიური საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს : ლ.ა) აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების ერთიან წესს , შრომის ანაზღაურების ოდენობასა და პირობებს ; ლ.ბ) დამოუკიდებელი სამეცნიერო - კვლევითი ერთეულის / ერთეულების სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების წესს / წესებს , შრომის ანაზღაურების ოდენობასა და პირობებს ; ლ.გ) უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო - კვლევითი ერთეულის სამეცნიერო თანამდებობის დაკავების დამატებით პირობებს ; მ) ამტკიცებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელს აკადემიური საბჭოს წარდგინებით; ნ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
