1.საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილ თანამდებობის პირს, საგადასახადო ორგანოს უფროსის/მოადგილის წერილობითი ბრძანების საფუძველზე, უფლება აქვს მოითხოვოს გადამხდელისაგან/საგადასახადო აგენტისაგან ან მისი წარმომადგენლისაგან სააღრიცხვო დოკუმენტაციის ან/და დაბეგვრასთან დაკავშირებული ინფორმაციის წარდგენა. ამასთანავე, ამ კოდექსის XV თავით გათვალისწინებულ შემთხვევებში გადასახადის გადამხდელის საქმიანობაზე დაკვირვების საგადასახადო კონტროლის მიზნით სააღრიცხვო დოკუმენტაციის ან/და დაბეგვრასთან დაკავშირებული ინფორმაციის წარდგენა ხდება საგადასახადო ორგანოს უფროსის/მოადგილის წერილობითი ბრძანების გარეშე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსი
