საქართველოს საგადასახადო კოდექსი
საქართველოს საგადასახადო კოდექსი
Closest in meaning — including in other laws
Always up-to-date legal framework
2.საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილმა პირმა გადასახადის გადამხდელს უნდა წარუდგინოს თავისი პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, საგადასახადო ორგანოს უფროსის/მოადგილის ბრძანება გადასახადის გადამხდელის საქმიანობაზე დაკვირვების საგადასახადო კონტროლის პროცედურების ჩატარების შესახებ, ამ პროცედურების ჩატარების პროგრამა და გადასახადის გადამხდელის უფლებების განმარტებითი ბარათი.
3.გადასახადის გადამხდელის საქმიანობაზე დაკვირვების საგადასახადო კონტროლის პროცედურების განხორციელება დასაშვებია მხოლოდ გადამხდელის სამუშაო საათებში ან/და ფაქტობრივი მუშაობის დროს.
4.გადასახადის გადამხდელის საქმიანობაზე დაკვირვების საგადასახადო კონტროლის პროცედურებს უნდა ესწრებოდეს გადასახადის გადამხდელი ან მისი წარმომადგენელი, საჭიროების შემთხვევაში – მოწვეული სპეციალისტი.
5.გადასახადის გადამხდელის საქმიანობაზე დაკვირვების საგადასახადო კონტროლის პროცედურების შედეგების შესახებ დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ დაკვირვების საგადასახადო კონტროლის პროცედურების განმახორციელებელი საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი თანამდებობის პირი და გადასახადის გადამხდელი ან მისი წარმომადგენელი, აგრეთვე მოწვეული სპეციალისტი (თუ მონაწილეობს ზემოაღნიშნულ პროცედურებში). გადასახადის გადამხდელის ან მისი წარმომადგენლის მიერ ოქმზე ხელის მოწერაზე უარის შემთხვევაში მასში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი.
6.ამ თავით გათვალისწინებული საგადასახადო კონტროლის პროცედურების ჩატარების წესის შესახებ ინსტრუქციებს ამტკიცებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი. საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №871 - სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.306
The amendments this article has been through
Changes the effective date of certain provisions within the Tax Code.
amending act №17458Describe your situation — we'll help you find the right specialist.