1.ზოგადი ანალიტიკური პროცედურებით გათვალისწინებულია გადასახადის გადამხდელისაგან მიღებული ინფორმაციის განზოგადება, სტატისტიკური და სხვა ინფორმაციის შეკრება, მათი შედარებითი და კრებსითი ანალიზი და ამ ანალიზის საფუძველზე საგადასახადო შემოწმებისა და ადმინისტრირების ღონისძიებების დაგეგმვა და ოპტიმიზაცია, მათ შორის: ა) შემოსავლებისა და გადასახადით დასაბეგრი სხვა ობიექტების შესახებ ინფორმაციის შეგროვება; ბ) საგადასახადო ვალდებულებათა მიხედვით დავალიანების წარმოშობის მიზეზების შესწავლა; გ) საგადასახადო შეღავათებით მოსარგებლე გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო ვალდებულებათა შესრულების ანალიზი; დ) საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული აღრიცხვის ფორმების გამოყენება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსი
