Article 1^0. კონტროლის განხორციელების მეთოდიკა და წესები
1. კონტროლი გულისხმობს ნებართვის გამცემის მიერ, ამ დადგენილების მე-9 მუხლით განსაზღვრული უწყებათაშორისი კოორდინაციის საფუძველზე, სანებართვო პირობების შემოწმებას, როგორც ნებართვის მიღებამდე, ასევე, მისი გაცემის შემდეგ.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ნებართვის გაცემის შემდგომი კონტროლი ხორციელდება ნებართვის გამცემის გადაწყვეტილების საფუძველზე - გეგმური და არაგეგმური შერჩევითი შემოწმების მეთოდით.
3. ნებართვის მფლობელი ნებართვის გამცემს: ა) გონივრულ ვადაში წარუდგენს მის მიერ მოთხოვნილ, სანებართვო პირობების შესრულებასთან დაკავშირებულ ინფორმაციას ან დოკუმენტაციას; ბ) ნებართვის ვადის გასვლიდან სამი თვის ვადაში წარუდენს დასაბუთებულ ინფორმაციას ნებართვის პირობების შესრულების თაობაზე.
4. ნებართვის გამცემს უფლება არ აქვს შეამოწმოს ან მოითხოვოს ისეთი ინფორმაცია ან დოკუმენტაცია, რომელიც უშუალოდ არ არის დაკავშირებული ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობების შესრულებასთან.
5. ნებართვის გამცემის გადაწყვეტილება, ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული შერჩევითი შემოწმების თაობაზე, წარმოადგენს ადმინისტრაციულ აქტს, რომელიც წარედგინება ნებართვის მფლობელს შემოწმების დაწყებამდე.
