საგადასახადო სამართალდარღვევის საქმეზე საგადასახადო ორგანოს მიერ მიღებული ბრძანება ან სხვა გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება . აღნიშნული აქტები შეიძლება გაასაჩივროს პირმა , რომლის მიმართაც გამოტანილია აღნიშნული ბრძანება ან სხვა გადაწყვეტილება , ან მისმა კანონიერმა ან უფლებამოსილმა წარმომადგენელმა ამ კოდექსის VIII კარით დადგენილი წესით , მხოლოდ მათ საფუძველზე გამოცემულ „ საგადასახადო მოთხოვნასთან “ ერთად . საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4255 - სსმ I, №51, 31.12.2006წ., მუხ.416 თავი XVII 1 საგადასახადო შეთანხმება საქართველოს 2009 წლის 1 დეკემბრის კანონი №2191 - სსმ I, №40, 07.12.2009წ., მუხ.297 მუხლი 128 1 . საგადასახადო შეთანხმების არსი 1. გადასახადის გადამხდელისთვის გადასახადების ან/და სანქციების შემცირების მიზნით შესაძლებელია გაფორმდეს საგადასახადო შეთანხმება გადამხდელის მიერ განცხადების შემოტანის მომენტისათვის არსებული საგადასახადო დავალიანების ოდენობის ფარგლებში, მათ შორის, დამატებით დარიცხული საგადასახადო ვალდებულების ფარგლებში, გადასახადის გადამხდელის მიერ აღნიშნულ საგადასახადო პერიოდზე (პერიოდებზე) და გადასახადების/სანქციების სახეებზე მითითებით.
2.გადასახადის გადამხდელის მიერ არადეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის ან/და შემცირების მიზნით შესაძლებელია გაფორმდეს საგადასახადო შეთანხმება გადამხდელის მიერ აღნიშნულ საგადასახადო პერიოდზე (პერიოდებზე) და გადასახადების სახეებზე მითითებით.
3.ამ მუხლის მოქმედება არ ვრცელდება იმ საგადასახადო ვალდებულებაზე, რომელზედაც არსებობს კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილება, აგრეთვე ამ კოდექსის 139-ე და 144-ე მუხლებით გათვალისწინებულ სანქციებზე. საქართველოს 2009 წლის 1 დეკემბრის კანონი №2191 - სსმ I, №40, 07.12.2009წ., მუხ.297 საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3489 - სსმ I, №43, 26.07.2010წ., მუხ.272






