საქართველოს საგადასახადო კოდექსი
Article 161. სასამართლოს მიერ საგადასახადო დავის განხილვა
პირმა „საგადასახადო მოთხოვნა“, საგადასახადო ორგანოს, შემოსავლების სამსახურის, საბჭოს გადაწყვეტილება შეიძლება გაასაჩივროს სასამართლოში ამ კოდექსით დადგენილ ვადაში და დადგენილი წესით. სასამართლოში შეტანილი სარჩელი განიხილება და გადაწყვეტილება მიიღება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით. საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4255 - სსმ I, №51, 31.12.2006წ., მუხ.416 საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №871 - სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.306 საქართველოს 2010 წლის 23 თებერვლის კანონი №2667 - სსმ I, №7, 09.03.2010წ., მუხ.26 თავი XXI (ამოღებულია) საქართველოს 2005 წლის 22 აპრილის კანონი №1414 - სსმ I, №17, 23.04.2005წ., მუხ.106
