საქართველოს საგადასახადო კოდექსი
Article 181. სარეზერვო ფონდებში გადარიცხვების გამოქვითვა
1. იურიდიულ პირს, რომელიც ეწევა ლიცენზირებულ სადაზღვევო საქმიანობას, უფლება აქვს საანგარიშო წლის ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით შექმნილი „მომხდარი, მაგრამ განუცხადებელი ზარალების რეზერვი“ და ერთობლივ შემოსავალში აიყვანოს საანგარიშოს წინა წლის „მომხდარი, მაგრამ განუცხადებელი ზარალის რეზერვი“.
2. ბანკები და საკრედიტო კავშირები სესხების შესაძლო დანაკარგების რეზერვების გამოქვითვას ახორციელებენ საეჭვო ვალების რეზერვების შექმნის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით . საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5280 - სსმ I, №30, 30.07.2007წ., მუხ.344 საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1688 - სსმ I, №29, 12.10.2009წ., მუხ.171
