Consolidation №69 Verified against the current consolidation · 7 Dec 2010
1. 2005 წლის 1 ივლისამდე დღგ-ის განაკვეთი შეადგენს დასაბეგრი ბრუნვის ან დასაბეგრი იმპორტის თანხის 20 პროცენტს.
2. (ამოღებულია).
3. საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ უცხოეთის დიპლომატიურ მისიებში, მათთან გათანაბრებულ დაწესებულებებსა და დიპლომატიური სტატუსის მქონე საერთაშორისო ორგანიზაციებში დაქირავებით მომუშავე საქართველოს მოქალაქეები (რეზიდენტი ფიზიკური პირები) თავისუფლდებიან საშემოსავლო და სოციალური გადასახადებისაგან ამ ორგანიზაციებში 2005 წლის 1 იანვრამდე მიღებულ შემოსავლებზე. საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ უცხოეთის დიპლომატიურ მისიებში, მათთან გათანაბრებულ დაწესებულებებსა და დიპლომატიური სტატუსის მქონე საერთაშორისო ორგანიზაციებში დაქირავებით მომუშავე საქართველოს მოქალაქეებს (რეზიდენტ ფიზიკურ პირებს) არ დაეკისრებათ საგადასახადო, ადმინისტრაციული ან სხვაგვარი პასუხისმგებლობა აღნიშნულ ორგანიზაციებში 2005 წლის 1 იანვრამდე დაქირავებით მიღებულ შემოსავლებზე საშემოსავლო და სოციალური გადასახადების გადაუხდელობისა და საგადასახადო დეკლარაციის წარუდგენლობისათვის.
4. ამ კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის „ნ“ ქვეპუნქტის მოქმედება გავრცელდეს 2005 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
Legal map
Click a node to open
CitationRelated by meaningსაქართველოს საგადასახა…საქართველოს საბაჟო კოდ…
For information only — not legal advice.
5. 2005 წლის 1 მარტიდან „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2005 წლის 27 დეკემბრის კანონის ამოქმედების დღემდე არსებულ პერიოდზე გადასახადის გადამხდელებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული სანქცია არ დაეკისრებათ, ხოლო იმ გადამხდელებს, რომლებსაც ამ კანონის ამოქმედებამდე არ ჰქონდათ საქონლის აღრიცხვისა და მოძრაობის ჟურნალი ან საქონლის აღრიცხვისა და მოძრაობის ჟურნალში აღურიცხავი ჰქონდათ შესაბამისი ინფორმაცია, რის გამოც საგადასახადო ორგანოების მიერ საგადასახადო კოდექსის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე მათ მიმართ გამოყენებულია სანქცია, სანქცია მოეხსნათ იმ საქონლის ნაწილში, რომელზედაც არსებობს საბაჟო დეკლარაცია, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, სასაქონლო ზედნადები ან რომელიც ასახულია პირველად დოკუმენტებში, ხოლო ბიუჯეტში გადახდილი სანქციის თანხა გადამხდელს უბრუნდება ამ კოდექსის 71-ე მუხლით გათვალისწინებული წესით.
6. 2011 წლის 1 იანვრამდე პირებზე, რომლებიც ჟურნალ-გაზეთების გავრცელებას ახორციელებენ სპეციალიზებული ჯიხურებით, რომლებშიც იყიდება მხოლოდ ჟურნალები ან/და გაზეთები, არ ვრცელდება ამ კოდექსის 97 1 მუხლით განსაზღვრული ვალდებულებები.
7. 2006 წლის 15 მაისამდე გაცემული აქციზური მარკები და მათ შესაძენად გადახდილი თანხები (აქციზი და ნომინალის ღირებულება) უკან დაბრუნებას ან გადაანგარიშებას არ ექვემდებარება, ხოლო ასეთი აქციზური მარკებით მარკირებული თამბაქოს ნაწარმის იმპორტი ან/და მიწოდება განხორციელდეს 2005 წელს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
8. ამ კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ.ე“ ქვეპუნქტით რეგულირებული ურთიერთობები, რომლებიც წარმოიშვა 2005 წლის 1 იანვრიდან 2006 წლის 1 ივნისამდე, იბეგრება დღგ-ის ნულოვანი განაკვეთით.
9. სათანადო ნორმატიული აქტით ამ კოდექსის 273-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული დოკუმენტის გაცემაზე უფლებამოსილი პირის განსაზღვრამდე მონაცემებს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ხარისხის შესახებ მოიპოვებენ საგადასახადო ორგანოები. ასეთი მონაცემების არარსებობის შემთხვევაში ქონების გადასახადით დაბეგვრისას გამოიყენება ამ კოდექსის 273-ე მუხლის მე-6 და მე-7 ნაწილებით განსაზღვრული შესაბამისი განაკვეთების საშუალო არითმეტიკული სიდიდე.
10. ამ კოდექსის 274-ე მუხლის მე-4 ნაწილი, 275-ე მუხლის პირველი, მე-2–მე-4 ნაწილები ამოქმედდეს 2007 წლის 1 იანვრიდან.
11. 2006 წელს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შესაბამისი სარეგისტრაციო სამსახურები ამ კოდექსის 274-ე მუხლის მე-10 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მონაცემებს საგადასახადო ორგანოებს წარუდგენენ 1 ივლისამდე, ხოლო საგადასახადო ორგანოები მიწაზე დარიცხული ქონების გადასახადის შესახებ „საგადასახადო მოთხოვნას“ გადამხდელებს წარუდგენენ 1 აგვისტომდე.
12. რუსეთის ფედერაციაში ექსპორტირებული სამამულო საქონლის საქართველოს საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად რეიმპორტის რეჟიმის პირობებით უკან შემოტანისას ამ საქონლის შემომტანი პირის მიმართ წარმოქმნილ საგადასახადო ვალდებულებებზე შესრულების ვადის შეცვლა ამ კოდექსით დადგენილი წესით 2007 წლის 1 იანვრამდე განხორციელდეს გადასახდელ გადასახადის თანხაზე საურავის დარიცხვის გარეშე. ამასთანავე, აღნიშნული საქონლის მიხედვით მიღებული ჩათვლები ამ ნაწილით განსაზღვრულ ვადებში გადაანგარიშებას არ ექვემდებარება.
13. ამ მუხლის მე-12 ნაწილით გათვალისწინებული საქონლის რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე განადგურების შემთხვევაში საშემოსავლო, სოციალურ და ქონების გადასახადებზე წარმოქმნილ საგადასახადო ვალდებულებებზე ვადის შეცვლა ამ კოდექსით დადგენილი წესით 2007 წლის 1 იანვრამდე განხორციელდეს გადასახდელ გადასახადის თანხაზე საურავის დარიცხვის გარეშე, მხოლოდ საქონლის განადგურების შესაბამისი დოკუმენტების წარდგენის შემდეგ.
14. ამ კოდექსის მე-20 მუხლის მე-4 ნაწილის მოქმედება გავრცელდეს 2005 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
15. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გადასახადის გადამხდელ პირებს, რომელთა მიწის ნაკვეთებიც მდებარეობს „საქართველოს ზოგიერთი რეგიონის საგანგებო ეკოლოგიური მდგომარეობის ზონად გამოცხადების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 3 აგვისტოს №341 ბრძანებულებით საგანგებო ეკოლოგიური მდგომარეობის ზონად გამოცხადებულ ტერიტორიაზე, შეუწყდეთ საგადასახადო ვალდებულებები 2000 წლის 1 იანვრიდან 2001 წლის 1 იანვრამდე პერიოდისათვის სასოფლოსამეურნეო მიწის ნაკვეთების მიხედვით გაანგარიშებული მიწის გადასახადის ვადაგადაცილებულ დავალიანებათა თანხებზე დარიცხულ საურავებზე და საგადასახადო ორგანოებმა მათი ჩამოწერა განახორციელონ გადამხდელის პირად ბარათზე ასახვით, ამ კოდექსის 92-ე მუხლის გაუთვალისწინებლად.
16. 2007 წელს ამ კოდექსის 272-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტის მიხედვით: ა) თუ ფიზიკურმა პირმა არ წარადგინა ამ კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დეკლარაცია, მაშინ საგადასახადო ორგანოები საგადასახადო ვალდებულებებს განსაზღვრავენ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შესაბამისი სარეგისტრაციო სამსახურების მიერ ამავე კოდექსის 274-ე მუხლის მე-10 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად საგადასახადო ორგანოებისათვის წარდგენილი მონაცემების საფუძველზე; ბ) ფიზიკურ პირებს ქონების გადასახადის დეკლარაციის წარუდგენლობისათვის ამ კოდექსის 131-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა არ ეკისრებათ.
17. გაუქმდეს საქართველოში დადგენილი წესით რეგისტრირებული, 6 წელზე მეტი ხნოვანების მსუბუქი ავტომობილების (საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის სასაქონლო ნომენკლატურის 8703 კოდით გათვალისწინებული საქონელი) მიხედვით ქონების გადასახადში 2007 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებები და მათი შეუსრულებლობისათვის დარიცხული საურავი. ამასთანავე, გადახდილი თანხა ჩაითვალოს აღიარებულ ზედმეტად გადახდილ თანხად და მისი დაბრუნება განხორციელდეს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით.
18. 2009 წლის 1 იანვრამდე ქონების გადასახადის გადახდისაგან გათავისუფლდნენ ფიზიკური პირები ამ კოდექსის 272-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ დაბეგვრის ობიექტებზე. ამასთანავე, ამ ობიექტებზე, თუ ისინი გამოყენებულია დამქირავებლის (მოიჯარის) მიერ სამეწარმეო საქმიანობისათვის, ქონების გადასახადის საგადასახადო ვალდებულება ეკისრება დამქირავებელს (მოიჯარეს) ამ კოდექსის 273-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების მიერ დადგენილი განაკვეთით.
19. საკონტროლო-სალარო აპარატების სათანადო წესით დალუქვის ვალდებულება ამოქმედდეს 2011 წლის 1 იანვრიდან, ხოლო ამ პერიოდისთვის აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობისათვის გადასახადის გადამხდელს ამ კოდექსით გათვალისწინებული ჯარიმა არ ეკისრება.
20. 2007 წლის საგადასახადო პერიოდის მიხედვით „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული თანამდებობის პირები და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საჯარო მოსამსახურეები და მათი ოჯახის წევრები ამ კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ საგადასახადო ორგანოს ქონების გადასახადის დეკლარაციას წარუდგენენ 2007 წლის 1 ივლისამდე, ხოლო საგადასახადო ორგანო აღნიშნულ გადასახადის გადამხდელს 2007 წლის 1 სექტემბრამდე წარუდგენს საგადასახადო მოთხოვნას ქონების გადასახადის მიხედვით დარიცხული საგადასახადო ვალდებულების შესახებ.
21. მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელ ფიზიკურ პირებს და ადგილობრივ თვითმმართველობასა და მმართველობას შეუწყდეთ საგადასახადო ვალდებულებები 2005 წლის 1 იანვრამდე პერიოდისათვის მიწის ნაკვეთების მიხედვით გაანგარიშებული ქონების გადასახადის ვადაგადაცილებულ დავალიანებათა თანხებზე და მათზე დარიცხულ სანქციებზე და საგადასახადო ორგანოებმა აღნიშნულ დავალიანებათა (მათ შორის, საურავების) ჩამოწერა განახორციელონ გადამხდელის პირად ბარათზე ასახვით, ამ კოდექსის 92-ე მუხლის გაუთვალისწინებლად. 21 1 . „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ტელემაუწყებლის ლიცენზიის მფლობელებს, აგრეთვე საზოგადოებრივ მაუწყებელს შეუწყდეთ 2010 წლის 1 მარტის მდგომარეობით წარმოშობილი საგადასახადო დავალიანებები. ამასთანავე, საგადასახადო ორგანოებმა აღნიშნულ დავალიანებათა (მათ შორის, საურავების) ჩამოწერა განახორციელონ გადამხდელის პირად ბარათზე ასახვით, ამ კოდექსის 92-ე მუხლის გაუთვალისწინებლად. დავალიანების ჩამოწერის წესი განისაზღვროს საქართველოს ფინანსთა მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
22. ამ კოდექსის 92-ე მუხლით გათვალისწინებულის გარდა, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანება ჩამოეწერება იმ გადასახადის გადამხდელს (თუ გადასახადის გადამხდელს ჩამოეწერა ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანება და აგრძელებს ეკონომიკურ საქმიანობას, მაშინ მის მიმართ განახლდება ჩამოწერილი საგადასახადო ვალდებულების მოქმედება, საურავის დარიცხვა და ჯარიმის დაკისრება), თუ მისთვის არსებობს ერთ-ერთი შემდეგი წინაპირობა: ა) საქართველოს კანონმდებლობა აღარ ითვალისწინებს გადასახადის გადამხდელის ორგანიზაციულ-სამართლებრივ ფორმას, ამასთანავე, ამ გადასახადის გადამხდელს არ განუხორციელებია საგადასახადო ანგარიშგება (დეკლარაციების ან/და გაანგარიშებების წარდგენა) და საგადასახადო ვალდებულების შესრულება ბოლო 6 კალენდარული წლის განმავლობაში; ბ) გადასახადის გადამხდელი არის ლიკვიდირებული საბიუჯეტო ორგანიზაცია; გ) იურიდიული პირის ლიკვიდაცია განხორციელდა სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე და იგი ამოიშალა სამეწარმეო რეესტრიდან. 22 1 . ამ კოდექსის 92-ე მუხლით გათვალისწინებულის გარდა, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანება გადასახადის გადამხდელს ჩამოეწერება „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-13 პუნქტით დადგენილ შემთხვევაში, როდესაც კერძო სამართლის სამეწარმეო იურიდიული პირის სამეურვეო ქონების ერთიანი ქონებრივი კომპლექსის სახით შემძენი (შემძენები) რეგისტრირდება ამ საწარმოს ერთადერთ პარტნიორად.
23. 2008 წლის 1 იანვრიდან 2011 წლის 1 იანვრამდე საგადასახადო პერიოდების მიხედვით ფიზიკური პირის ქვემოთ ჩამოთვლილ დასაბეგრ შემოსავლებზე საშემოსავლო გადასახადის განაკვეთი შეადგენს 12%-ს: ა) გრანტით მიღებული სახსრებიდან გრანტის მიმღები ორგანიზაციის მიერ გაცემული ანაზღაურება; ბ) საქართველოში არსებული, დიპლომატიური სტატუსის მქონე საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ საქართველოს მოქალაქეებზე გაცემული ანაზღაურება; გ) საერთაშორისო ხელშეკრულებებით სოციალური გადასახადისაგან გათავისუფლებული ანაზღაურება; დ) სასამართლო გადაწყვეტილებით პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში მოთავსებული პირებისათვის გადახდილი თანხები; ე) შრომისუნარიანობის დროებით დაკარგვის შემთხვევაში სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული ანაზღაურება; ვ) სხვა ანაზღაურება, რომელიც 2007 წლის 31 დეკემბრისათვის საქართველოს კანონმდებლობით არ იბეგრებოდა სოციალური გადასახადით.
24. ამ კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მოქმედება გავრცელდეს 2005 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
25. საშემოსავლო გადასახადის 25%-იანი და მოგების გადასახადის 15%-იანი განაკვეთები მოქმედებს 2008 წლის 1 იანვრიდან შემდგომ საგადასახადო პერიოდებზე, ამასთანავე, 2008 წლის 1 იანვრამდე დარიცხულ და გაუცემელ ხელფასებზე მოქმედებს საშემოსავლო გადასახადის 12%-იანი განაკვეთი.
26. 2008 წლის განმავლობაში: ა) საშემოსავლო გადასახადის მიმდინარე გადასახდელები გადაიხდება 2007 წლის დასაბეგრი შემოსავლიდან სოციალური გადასახადის (გარდა ხელფასის სახით განაცემებზე კუთვნილი სოციალური გადასახადისა) გამოქვითვის გარეშე საშემოსავლო გადასახადის 25%-იანი განაკვეთის მიხედვით გადაანგარიშებული თანხებიდან; ბ) მოგების გადასახადის მიმდინარე გადასახდელები გადაიხდება 2007 წლის დასაბეგრი მოგებიდან 15%-იანი განაკვეთის მიხედვით გადაანგარიშებული თანხებიდან.
27. ამ კოდექსის მე-12 მუხლის 26-ე ნაწილის მოქმედება გავრცელდეს 2005 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
28. 2011 წლის 1 იანვრამდე საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების ვალდებულებისგან თავისუფლდებიან ფიზიკური პირები, რომლებიც არ იყენებენ დაქირავებულ პირთა შრომას და ახორციელებენ ეკონომიკურ საქმიანობას ბაზრის (ბაზრობების) ტერიტორიაზე განლაგებული არასტაციონარული სავაჭრო ადგილიდან, მათ შორის, დახლიდან, გარდა იმ პირისა, რომელიც რეგისტრირებულია ან ვალდებულია გაიაროს რეგისტრაცია დღგ-ის გადამხდელად ამ კოდექსის შესაბამისად.
29. 2005 წლის 1 იანვრიდან 2008 წლის 1 იანვრამდე „საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ შესაბამისი წლის საქართველოს კანონით გათვალისწინებული ჯანდაცვის პროგრამების ფარგლებში გაფორმებულ ხელშეკრულებაში დღგ-ის თანხების გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე საქონლის/მომსახურების მიწოდებით წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებები დამატებული ღირებულების გადასახადში და მათზე დარიცხულ სანქციებზე საგადასახადო ორგანოებმა, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად: ა) დავალიანების (მათ შორის, საურავების) წარმოშობისას მისი (მათი) ჩამოწერა განახორციელონ გადამხდელის პირად ბარათზე ასახვით, ამ კოდექსის 92-ე მუხლის გაუთვალისწინებლად; ბ) დღგ-ის თანხის გადახდისას აღნიშნული თანხა ჩათვალონ აღიარებულ ზედმეტად გადახდილ თანხად.
30. ამ კოდექსის XL 1 თავით გათვალისწინებული საგადასახადო სესხით სარგებლობა 2009 წლის 1 იანვრის შემდგომ დარეგისტრირებულ პირებს შეეძლებათ, თუ აღნიშნული გათვალისწინებული იქნება საქართველოს შესაბამისი წლის (პირის დარეგისტრირების წელი) სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონით.
31. (მოქმედების ვადა დასრულებულია).
32. (მოქმედების ვადა დასრულებულია).
33. საქართველოს მთავრობამ 2008 წლის 15 მაისამდე წარადგინოს საკანონმდებლო წინადადებები 5 წლის განმავლობაში ეტაპობრივად საშემოსავლო გადასახადის განაკვეთის 25%-დან 15%-მდე შემცირების, აგრეთვე დივიდენდებსა და პროცენტებზე განსაზღვრული განაკვეთის განულების თაობაზე.
34. ამ კოდექსის 192 2 მუხლის დებულებებით განსაზღვრული ზარალის გადატანის 10-წლიანი ვადის მოქმედება ვრცელდება 2010 წელს და მის შემდგომ წლებში წარმოქმნილ ზარალზე.
35. ამ კოდექსის 167-ე მუხლით განსაზღვრული საშემოსავლო გადასახადის (მათ შორის, ამ კოდექსის 197-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემოსავალზე გადასახადის) განაკვეთი 2008 წლის 1 იანვრიდან 2009 წლის 1 იანვრამდე საგადასახადო პერიოდის მიხედვით შეადგენს 25 პროცენტს, 2009 წლის 1 იანვრიდან 2011 წლის 1 იანვრამდე საგადასახადო პერიოდების მიხედვით – 20 პროცენტს, ხოლო 2011 წლის 1 იანვრიდან 2012 წლის 1 იანვრამდე საგადასახადო პერიოდის მიხედვით – 18 პროცენტს.
36. ამ კოდექსის 195-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული საქართველოს საწარმოს მიერ ფიზიკური პირისთვის ან უცხოური საწარმოსთვის გადახდილი დივიდენდები (მათ შორის, ამ კოდექსის 197-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შემთხვევაში) 2008 წლის 1 იანვრიდან 2009 წლის 1 იანვრამდე იბეგრება გადახდის წყაროსთან გადასახდელი თანხის 10-პროცენტიანი განაკვეთით, 2009 წლის 1 იანვრიდან 2011 წლის 1 იანვრამდე – 5-პროცენტიანი განაკვეთით, ხოლო 2011 წლის 1 იანვრიდან 2012 წლის 1 იანვრამდე – 3-პროცენტიანი განაკვეთით.
37. ამ კოდექსის 196-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული არარეზიდენტის მუდმივი დაწესებულების ან რეზიდენტის მიერ ან მათი სახელით გადახდილი პროცენტები (მათ შორის, ამავე კოდექსის 197-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შემთხვევაში), თუ შემოსავლის წყარო საქართველოშია, იბეგრება გადახდის წყაროსთან გადასახდელი თანხის 10-პროცენტიანი განაკვეთით 2008 წლის 1 იანვრიდან 2009 წლის 1 იანვრამდე, 2009 წლის 1 იანვრიდან 2010 წლის 1 იანვრამდე – 7,5-პროცენტიანი განაკვეთით, ხოლო 2010 წლის 1 იანვრიდან 2011 წლის 1 იანვრამდე – 5-პროცენტიანი განაკვეთით.
38. ამ კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის „რ“ ქვეპუნქტის, 172-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის, 195-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და 196-ე მუხლის მე-6 ნაწილის დებულებებით გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათების გამოყენების წესს ადგენს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.
39. საშემოსავლო გადასახადის გადახდის ვალდებულებისგან თავისუფლდება ფიზიკური პირების კუთვნილი, საქართველოში 2008 წლის აგვისტოში მიმდინარე საომარი მოქმედებების შედეგად დაზიანებული ბინების რეკონსტრუქციის ან/და განადგურებული ბინების სანაცვლოდ ამ პირებისათვის გადაცემული ახალი ბინის ღირებულება ან/და მიწის ნაკვეთის უსასყიდლოდ გადაცემა . ამასთანავე, აღნიშნული შემოსავალი არ გაითვალისწინება ამ კოდექსის 276-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ, ფიზიკური პირის ოჯახის მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავლებში .
40. პირს, რომელიც საქართველოში 2008 წლის აგვისტოში მიმდინარე საომარი მოქმედებების შედეგად დაზარალებულ ფიზიკურ პირზე გასცემს დახმარებას, შეუძლია ნებაყოფლობით შეასრულოს ამ კოდექსით გათვალისწინებული საგადასახადო აგენტის ფუნქცია და შემოსავლის მიმღებ ფიზიკურ პირს გადახდის წყაროსთან დაუკავოს საშემოსავლო გადასახადი, ხოლო ფიზიკური პირის მიერ მიღებული დახმარება, რომელიც დაიბეგრა გადახდის წყაროსთან, არ გაითვალისწინება მის ერთობლივ შემოსავალში. აღნიშნულ დახმარებაზე გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადის დაუკავებლობის შემთხვევაში ფიზიკურმა პირმა თავად უნდა შეასრულოს ამ კოდექსით გათვალისწინებული დეკლარირებისა და გადასახადის გადახდის ვალდებულება.
41. 2010 წლის 1 სექტემბრიდან 2012 წლის 1 იანვრამდე ელექტროენერგიისა და გარანტირებული სიმძლავრის მიწოდება, გარდა ელექტროენერგიის მომხმარებლისათვის („ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული პირებისათვის) მიწოდებისა, აგრეთვე გადაცემის ან/და დისპეტჩერიზაციის მომსახურება იბეგრება დღგ-ის ნულოვანი განაკვეთით.
42. (ამოღებულია).
43. ამ კოდექსის 238-ე მუხლის მე-2 ნაწილში აღნიშნულ შემთხვევებზე, აგრეთვე ელექტროენერგიის გადაცემის ან/და დისპეტჩერიზაციის მომსახურებაზე, გაზისა და წყლის მილსადენით ტრანსპორტირების მომსახურებაზე ამავე კოდექსის 248-ე მუხლის პირველი ნაწილის მოქმედება გავრცელდეს 2005 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე და აღნიშნულის შედეგად: ა) შესაბამის ოპერაციებზე გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით მიუღებელი ან/და გაუქმებული დღგ-ის ჩათვლები განხორციელდეს 2010 წლის 1 იანვრიდან; ბ) ჩამოიწეროს დარიცხული და გადაუხდელი ჯარიმის თანხები, რომლებიც წარმოქმნილია 2005 წლის 1 იანვრიდან 2008 წლის 1 იანვრამდე საგადასახადო პერიოდებზე დღგ-ის ჩათვლების გაუქმების შედეგად.
44. ქონების გადასახადის გადახდის ვალდებულებისაგან თავისუფლდება პირის ქონება, რომელიც საქართველოში 2008 წლის სამხედრო აგრესიის შედეგად დარჩენილია ოკუპირებულ ტერიტორიებზე.
45. 2010 წლის 1 იანვრამდე ამ კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად საბანკო დაწესებულებასა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე საბანკო დაწესებულების მიერ ელექტრონულად მიწოდებული ინფორმაცია თუ არ შეესაბამება ხელშეკრულების დადებამდე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ერთიან კომპიუტერულ ბაზაში არსებულ მონაცემებს, ასეთ შემთხვევაში ბანკს სანქცია არ დაეკისრება.
46. 2010 წლის 1 იანვრამდე ლიზინგით გაცემულ, ამორტიზაციისადმი დაქვემდებარებულ ძირითად საშუალებებზე მოქმედებს ამ კოდექსის 2010 წლის 1 იანვრამდე არსებული ნორმები, ხოლო ქონების გადასახადის მიზნებისათვის მათზე ვრცელდება ამ კოდექსის 273-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული წესი.
47. ამ კოდექსის 192 3 მუხლის მოქმედება ვრცელდება 2011 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ ვალდებულებებზე.
48. 2009 წლის 1 იანვრიდან 2011 წლის 1 იანვრამდე საგადასახადო პერიოდის მიხედვით ამ კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პროცენტული განაკვეთი შეადგენს 30%-ს.
49. საწარმოები/ორგანიზაციები ვალდებული არიან მოახდინონ 2009 წლის ქონების (გარდა მიწისა) გადასახადის (მათ შორის, 2010 წლის 1 იანვრამდე ლიზინგით მიღებულ ქონებაზე) კორექტირება ამ კოდექსის 273-ე მუხლის პირველი ნაწილის გათვალისწინებით და გადაიხადონ იგი არა უგვიანეს 2010 წლის 1 აპრილისა.
50. ამ კოდექსის 156-ე მუხლის პირველი ნაწილის და 158-ე მუხლის მე-2 ნაწილის ცვლილებები გავრცელდეს შემოსავლების სამსახურში 2010 წლის 1 იანვრიდან მიღებულ საჩივრებზე. შემოსავლების სამსახურში 2010 წლის 1 იანვრამდე მიღებულ საჩივრებზე გავრცელდეს ამ კოდექსის 156-ე მუხლის პირველი ნაწილის და 158-ე მუხლის მე-2 ნაწილის 2010 წლის 1 იანვრამდე არსებული რედაქციები.
51. ამ კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ.გ“ ქვეპუნქტის მოქმედება გავრცელდეს 2009 წლის 2 იანვრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.
52. ოკუპირებულ ტერიტორიაზე განხორციელებული ეკონომიკური საქმიანობით წარმოშობილი უიმედო ვალი ჩამოიწერება საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით, ამ კოდექსის მე-12 მუხლის 21-ე ნაწილის „ა“–„დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული დოკუმენტების გაუთვალისწინებლად.
53. 2005 წლის 1 იანვრიდან 2009 წლის 1 იანვრამდე პერიოდის მიხედვით დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირის მიერ საქონლის/მომსახურების მიმღების მოთხოვნისას მასზე საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერისთვის დადგენილი ვადის (დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებიდან არა უგვიანეს მეორე დღისა) დარღვევით გამოწერილი და წარდგენილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით მიღებული დღგ-ის ჩათვლები 2010 წლის 1 იანვრიდან გაუქმებას არ ექვემდებარება. ამ ნაწილის მოქმედება არ ვრცელდება 2010 წლის 1 იანვრამდე გაუქმებულ დღგ-ის ჩათვლებზე, მათ შორის, ჩათვლებზე, რომლებზედაც მიმდინარეობს საგადასახადო დავა.
54. პირებს , რომლებიც ამ კოდექსის 258- ე მუხლის ცხრილის მე -11 სტრიქონით გათვალისწინებული საქონლიდან აწარმოებენ ფილტრიან სიგარეტს თამბაქოს შემცველობით , პაპიროსს და ყველა დანარჩენ უფილტრო სიგარეტს , უფლება აქვთ 2010 წლის მოგების გადასახადი გადაიხადონ არა უგვიანეს 2011 წლის 1 აპრილისა .
55. 2010 წლის 1 იანვრამდე გაცემული , ამ მუხლის 54- ე ნაწილით გათვალისწინებული საქონლისთვის განკუთვნილი აქციზური მარკების ნაშთები ექვემდებარება დაბრუნებას ან გადაანგარიშებას ამ კოდექსის 258- ე მუხლის ცხრილის მე -11 სტრიქონით გათვალისწინებული განაკვეთის შესაბამისად . ამასთანავე , გადაანგარიშებით წარმოშობილი სხვაობა გადახდილი უნდა იქნეს შესაბამისი აქციზური საქონლის მიწოდების მიხედვით .
56. „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-12 და 12 1 პუნქტების შესაბამისად გადასახადის გადამხდელის ქონების საგადასახადო ორგანოსათვის გადაცემის შემთხვევაში გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების თანხა ჩამოიწერება ბოლო აუქციონზე ქონების საწყისი ფასის ოდენობით, ხოლო თუ ბოლო აუქციონზე ქონების განცხადებული საწყისი ფასი მეტია საგადასახადო ვალდებულებაზე, მაშინ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულება ნულდება.
57. გადასახადის გადამხდელის (მოვალის) საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთული და ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის მიზნით 2010 წლის 1 აპრილამდე გამოცხადებული აუქციონები ჩატარდეს და ქონების რეალიზაციის პროცესი დასრულდეს ამ კოდექსის 2010 წლის 1 აპრილამდე მოქმედი წესით.
58. 2010 წლის 1 აგვისტომდე გაცემული აქციზური მარკებით ნიშანდებული საქონლით განხორციელებული დასაბეგრი ოპერაცია ან დასაბეგრი იმპორტი, მისი განხორციელების თარიღის მიუხედავად, დაიბეგრება ამ კოდექსის 258-ე მუხლით განსაზღვრული, 2010 წლის 1 აგვისტომდე მოქმედი აქციზის განაკვეთებით.
59. 2010 წლის 1 აგვისტოსთვის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადში საგადასახადო ვალდებულების შეუსრულებლობისათვის რიცხული სანქცია ჩამოეწეროთ იმ ფიზიკურ პირებს, რომლებსაც ამ მუხლის 21-ე ნაწილით შეუწყდათ საგადასახადო ვალდებულებები 2005 წლის 1 იანვრამდე პერიოდისათვის მიწის ნაკვეთების მიხედვით გაანგარიშებული ქონების გადასახადის ვადაგადაცილებული დავალიანების თანხებზე. საგადასახადო ორგანოებმა მისი ჩამოწერა განახორციელონ გადასახადის გადამხდელის პირად ბარათზე ასახვით, ამ კოდექსის 92-ე მუხლის გაუთვალისწინებლად. აღნიშნული განხორციელდეს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით.
60. ამ კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის „ფ“ ქვეპუნქტის მოქმედება გავრცელდეს 2010 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე. საქართველოს 2005 წლის 30 ივნისის კანონი №1817 - სსმ I, №41, 19.07.2005წ., მუხ.282 საქართველოს 2005 წლის 13 ოქტომბრის კანონი №1947 - სსმ I, №45, 01.11.2005წ., მუხ.308 საქართველოს 2005 წლის 27 დეკემბრის კანონი №2546 - სსმ I, №4, 18.01.2006წ., მუხ.28 საქართველოს 2006 წლის 2 მარტის კანონი №2716 - სსმ I, №7, 20.03.2006წ., მუხ.53 საქართველოს 2006 წლის 14 აპრილის კანონი №2883 - სსმ I, №11, 01.05.2006წ., მუხ.79 საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2955 - სსმ I, №11, 01.05.2006წ., მუხ.84 საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3138 - სსმ I, №18, 31.05.2006წ., მუხ.132 საქართველოს 2006 წლის 25 ივლისის კანონი №3544 - სსმ I, №39, 09.08.2006წ., მუხ.279 საქართველოს 2006 წლის 27 ოქტომბრის კანონი №3632 - სსმ I, №43, 13.11.2006წ., მუხ.287 საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4246 - სსმ I, №50, 30.12.2006წ., მუხ.397 საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4290 - სსმ I, №1, 03.01.2007წ., მუხ.2 საქართველოს 2007 წლის 27 აპრილის კანონი №4700 - სსმ I, №17, 17.05.2007წ., მუხ.132 საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5280 - სსმ I, №30, 30.07.2007წ., მუხ.344 საქართველოს 2007 წლის 7 დეკემბრის კანონი №5571 - სსმ I, №45, 21.12.2007წ., მუხ.398 საქართველოს 2007 წლის 7 დეკემბრის კანონი №5569 - სსმ I, №45, 21.12.2007წ., მუხ.396 საქართველოს 2007 წლის 28 დეკემბრის კანონი №5674 - სსმ I, №49, 28.12.2007 წ ., მუხ .42 9 საქართველოს 2007 წლის 28 დეკემბრის კანონი №5678 - სსმ I, №50, 29.12.2007წ., მუხ.444 საქართველოს 2008 წლის 11 მარტის კანონი №5849 - სსმ I, №6, 25.03.2008წ., მუხ.19 საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5911 - სსმ I, №7, 26.03.2008წ., მუხ.31 საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №206 - სსმ I, №15, 22.07.2008წ., მუხ.113 საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №871 - სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.306 საქართველოს 2009 წლის 27 თებერვლის კანონი №1021 - სსმ I, №3, 11.03.2009წ., მუხ.11 საქართველოს 2009 წლის 17 ივლისის კანონი №1527 - სსმ I, №19, 24.07.2009წ., მუხ.86 საქართველოს 2009 წლის 17 ივლისის კანონი №1532 - სსმ I, №21, 03.08.2009წ., მუხ.117 საქართველოს 2009 წლის 6 ნოემბრის კანონი №2034 - სსმ I, №35, 19.11.2009წ., მუხ.270 საქართველოს 2009 წლის 1 დეკემბრის კანონი №2191 - სსმ I, №40, 07.12.2009წ., მუხ.297 საქართველოს 2009 წლის 4 დეკემბრის კანონი №2281 - სსმ I, №45, 21.12.2009წ., მუხ.328 საქართველოს 2009 წლის 18 დეკემბრის კანონი №2387 - სსმ I, №44, 18.12.2009წ., მუხ.318 საქართველოს 2009 წლის 25 დეკემბრის კანონი №2460 - სსმ I, №49, 30.12.2009წ., მუხ.372 საქართველოს 2010 წლის 23 თებერვლის კანონი №2667 - სსმ I, №7, 09.03.2010წ., მუხ.26 საქართველოს 2010 წლის 9 მარტის კანონი №2708 - სსმ I, №12, 24.03.2010წ., მუხ.74 საქართველოს 2010 წლის 6 ივლისის კანონი №3351 - სსმ I, №35, 12.07.2010წ., მუხ.215 საქართველოს 2010 წლის 2 ივლისის კანონი №3289 - სსმ I, №38, 16.07.2010წ., მუხ.232 საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3489 - სსმ I, №43, 26.07.2010წ., მუხ.272 საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3489 - სსმ I, №43, 26.07.2010წ., მუხ.272