საქართველოს საგადასახადო კოდექსი
Article 244^1. იმპორტის დღგ-ით დაბეგვრის სპეციალური წესი
1. პირს, რომლის წინა უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში დასაბეგრი ოპერაციების მიხედვით დეკლარირებული და ბიუჯეტში გადახდილი დღგ-ის თანხა გადააჭარბებს 200 000 ლარს, უფლება აქვს, გადავიდეს იმპორტის დღგ-ით დაბეგვრის სპეციალურ წესზე.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში პირისთვის დაბეგვრის ობიექტად არ განიხილება საქონლის იმპორტი. ამასთანავე, მიიჩნევა, რომ საქონლის იმპორტის საანგარიშო პერიოდის მიხედვით პირმა დასაბეგრი იმპორტის მიხედვით განსაზღვრულ საქონელზე მიიღო ჩათვლა.
3. თუ პირი წერილობით არ მიმართავს საგადასახადო ორგანოს იმპორტის დღგ-ით დაბეგვრის სპეციალურ წესზე გადასვლის სურვილის არარსებობის თაობაზე, მაშინ იგი იმპორტის დღგ-ით დაბეგვრის სპეციალურ წესზე გადასულად ითვლება შესაბამისი საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან.
4. იმპორტის დღგ-ით დაბეგვრის სპეციალური წესი ავტომატურად არ ვრცელდება რეორგანიზაციის შედეგად შექმნილ საწარმოზე.
5. იმპორტის დღგ-ით დაბეგვრის სპეციალურ წესს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი. საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3489 - სსმ I, №43, 26.07.2010წ., მუხ.272 თავი XXXVI გადასახადის გამოანგარიშებისა და გადახდის წესი
