საქართველოს საგადასახადო კოდექსი
Article 36. მეწარმე ფიზიკური პირი
1. მეწარმე ფიზიკურ პირად ითვლება: ა) ინდივიდუალური საწარმო – ფიზიკური პირი, თუ ის „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მიხედვით არის ინდივიდუალური მეწარმე; ბ ) ფიზიკური პირი , თუ ის ახორციელებს „ მეწარმეთა შესახებ “ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე -3 პუნქტით განსაზღვრულ საქმიანობას .
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ფიზიკური პირის მიერ ეკონომიკური საქმიანობის განხორციელება რეგისტრაციის , ლიცენზიის ან ნებართვის გარეშე არ არის ამ ფიზიკური პირის დაბეგვრის მიზნით მისი მეწარმე ფიზიკურ პირად არცნობის საფუძველი . საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3138 - სსმ I, №18, 31.05.2006წ., მუხ.132 საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №206 - სსმ I, №15, 22.07.2008წ., მუხ.113
