საქართველოს საგადასახადო კოდექსი
Article 41. გადასახადის გადამხდელთა ვალდებულებები
1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია: ა) შეასრულოს საგადასახადო ვალდებულებები საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით; ბ) ამ კოდექსით დადგენილი წესით აღრიცხვაზე დადგეს შესაბამის საგადასახადო ორგანოში ან დარეგისტრირდეს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; გ) გადასახადების გამოანგარიშებისა და გადახდის მიზნით საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესით აღრიცხოს შემოსავლები, ხარჯები და გადასახადებით დაბეგვრის ობიექტები; დ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, საგადასახადო აღრიცხვის ადგილის მიხედვით საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს საგადასახადო დეკლარაციები, გაანგარიშებები, ცნობები და ბუღალტრული ანგარიშგება იმ გადასახადებზე, რომელთა მიმართაც იგი ითვლება გადასახადის გადამხდელად; ე) საგადასახადო შემოწმების ჩატარებისას ან ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში საგადასახადო ორგანოებსა და მათი თანამდებობის პირებს წარუდგინოს გადასახადების გამოსაანგარიშებლად და გადასახდელად საჭირო დოკუმენტები (ცნობები); ვ) შეასრულოს საგადასახადო ორგანოებისა და მათი თანამდებობის პირთა კანონიერი მოთხოვნები საგადასახადო კანონმდებლობის გამოვლენილი დარღვევების აღმოფხვრასთან დაკავშირებით, აგრეთვე ხელი არ შეუშალოს ამ თანამდებობის პირებს სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას; ზ) განაცხადოს საგადასახადო შეღავათებით სარგებლობის ან გადასახადებისაგან გათავისუფლების შესახებ და საგადასახადო აღრიცხვის ადგილის მიხედვით საგადასახადო ორგანოს ან საგადასახადო აგენტს წარუდგინოს საგადასახადო შეღავათებით სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტები; თ) უზრუნველყოს იმ დოკუმენტების შენახვა, რომელთა საფუძველზედაც ხდება გადასახადებით დაბეგვრის ობიექტების აღრიცხვა და საგადასახადო დეკლარაციების შედგენა, აგრეთვე შემოსავლისა და მოგების მიღების, გაწეული ხარჯებისა და გადახდილი ან/და დაკავებული გადასახადების დამადასტურებელი დოკუმენტების შენახვა 6 წლის ვადით; ი) შეასრულოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი სხვა ვალდებულებები.
2. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია საგადასახადო აღრიცხვის ადგილის მიხედვით საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს ცნობები: ა) საქართველოს საწარმოებმა, საქართველოს ორგანიზაციებმა და მეწარმე ფიზიკურმა პირებმა წარუდგინონ ინფორმაცია საქართველოს ფარგლებს გარეთ ბანკებსა და საბანკო ოპერაციების განმახორციელებელ სხვა ორგანიზაციებში საბანკო ანგარიშების (გარდა საანაბრო (ვადიანი) ანგარიშებისა) გახსნის შესახებ, ასეთი ანგარიშების გახსნიდან 5 სამუშაო დღის ვადაში; ბ ) საწარმოს („ მეწარმეთა შესახებ “ საქართველოს კანონით განსაზღვრული საწარმოს გარდა ) ქვედანაყოფების რეგისტრაციის , რეორგანიზაციის ან ლიკვიდაციის შესახებ მათი რეგისტრაციიდან , რეორგანიზაციიდან ან ლიკვიდაციიდან 10 დღის ვადაში , საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დამტკიცებული წესის შესაბამისად ; გ ) საწარმოს („ მეწარმეთა შესახებ “ საქართველოს კანონით განსაზღვრული საწარმოს გარდა ) გაკოტრებულად გამოცხადების , ლიკვიდაციის ან რეორგანიზაციის შესახებ ასეთი გადაწყვეტილების მიღებიდან 10 დღის ვადაში , საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დამტკიცებული წესის შესაბამისად ; დ ) თავისი („ მეწარმეთა შესახებ “ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საწარმოსა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული არასამეწარმეო ( არაკომერციული ) იურიდიული პირების გარდა ) საქმიანობის ადგილის , მართვის ადგილის ან ეკონომიკური საქმიანობის ადგილის შეცვლის შესახებ , ასეთი გადაწყვეტილების მიღებიდან 10 დღის ვადაში , საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დამტკიცებული წესის შესაბამისად .
Related across Georgian law
Closest in meaning — including in other laws
საქართველოს საგადასახადო კოდექსი
