საქართველოს საგადასახადო კოდექსი
Article 69. გადასახადის გადახდის ადგილი
Consolidation №69 Verified against the current consolidation · 7 Dec 2010
გადასახადის გადახდა ხორციელდება: ა) „საგადასახადო მოთხოვნაში“ მითითებული დარიცხვის ადგილის მიხედვით; ბ) საგადასახადო კანონმდებლობაში მითითებული ადგილის მიხედვით, თუ საჭირო არ არის „საგადასახადო მოთხოვნა“; გ) გადასახადის გადამხდელი ფიზიკური პირის საცხოვრებელი ადგილის ან საწარმოს/ორგანიზაციის, მეწარმე ფიზიკური პირის საგადასახადო აღრიცხვის ადგილის მიხედვით, თუ საგადასახადო კანონმდებლობაში ადგილი მითითებული არ არის; დ) საგადასახადო აღრიცხვის ადგილის მიხედვით, თუ გადახდას ასრულებს საგადასახადო აგენტი.
Related across Georgian law
Closest in meaning — including in other laws
საქართველოს საგადასახადო კოდექსი
