დამრღვევის მიერ გამასწორებელი სამუშაოების მოხდის ადგილის საწარმოს, დაწესებულებისა და ორგანიზაციის ადმინისტრაციას ევალება: დამრღვევის ხელფასიდან სწორი და დროული დაქვითვა სახელმწიფოს შემოსავალში და დაკავებული თანხის დადგენილი წესით დროულად ჩარიცხვა; დამრღვევის შრომით აღზრდა; ამ სახის სახდელის აღსრულების გამგებელი ორგანოსათვის შეტყობინება დამრღვევის მიერ სახდელის მოხდისაგან თავის არიდების შესახებ.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი
Article 306. დამრღვევის მიერ გამასწორებელი სამუშაოების მოხდის ადგილის საწარმოს, დაწესებულებისა და ორგანიზაციის ადმინისტრაციის მოვალეობა
Consolidation №639 Verified against the current consolidation · 24 Jun 2026
