საქართველოს საგადასახადო კოდექსი
Article 9. გადასახადის სახეები
1. საქართველოში მოქმედებს საერთო-სახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გადასახადები.
2. საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადებია ამ კოდექსით დაწესებული გადასახადები, რომელთა გადახდა სავალდებულოა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.
3. ადგილობრივი გადასახადებია ამ კოდექსით დაწესებული და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების ნორმატიული აქტებით შემოღებული გადასახადები (ზღვრული განაკვეთების ფარგლებში), რომელთა გადახდა სავალდებულოა შესაბამისი სუბიექტების ტერიტორიაზე.
4. საერთო-სახელმწიფოებრივ გადასახადებს განეკუთვნება: ა) საშემოსავლო გადასახადი; ბ) მოგების გადასახადი; გ) დამატებული ღირებულების გადასახადი (დღგ); დ) აქციზი; ე) (ამოღებულია); ვ) საბაჟო გადასახადი.
5. ადგილობრივ გადასახადებს განეკუთვნება: ა) ქონების გადასახადი; ბ) (ამოღებულია). საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4246 - სსმ I, №50, 30.12.2006წ., მუხ.397 საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5280 - სსმ I, №30, 30.07.2007წ., მუხ.344
