Article 66. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საკუთარი და არასაკუთარი შემოსულობები
1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საკუთარ შემოსულობებს განეკუთვნება ადგილობრივი გადასახადები და მოსაკრებლები, მუნიციპალიტეტის მიერ მიღებული დამატებული ღირებულების გადასახადი და საქართველოს კანონმდებლობით მუნიციპალიტეტებისთვის განკუთვნილი სხვა შემოსულობები.
2. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არასაკუთარ შემოსულობებს განეკუთვნება სპეციალური, მიზნობრივი და კაპიტალური ტრანსფერები და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემოსულობები. საქართველოს 2014 წლის 12 დეკემბრის კანონი №2935 - ვებგვერდი, 24.12.2014წ. საქართველოს 2018 წლის 14 დეკემბრის კანონი №4017 – ვებგვერდი, 25.12.2018წ. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6946 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.
Related across Georgian law
Closest in meaning — including in other laws
საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი
