1.მაუწყებლობა ხორციელდება ავტორიზაციის ან ლიცენზიის საფუძველზე. გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურება ხორციელდება ავტორიზაციის საფუძველზე.
2.მაუწყებლობის სახეებია ტელემაუწყებლობა და რადიომაუწყებლობა. ტელემაუწყებლობა და რადიომაუწყებლობა (გარდა საეთერო რადიომაუწყებლობისა) ხორციელდება ავტორიზაციის საფუძველზე. საეთერო რადიომაუწყებლობა ხორციელდება ლიცენზიის საფუძველზე.
3.მაუწყებლობის სახეობებია: სათემო მაუწყებლობა, კერძო მაუწყებლობა, საუნივერსიტეტო მაუწყებლობა, კულტურულ-შემოქმედებითი რადიომაუწყებლობა.
4.კერძო მაუწყებლობის ქვესახეობებია საერთო მაუწყებლობა და . კერძო სპეციალიზებული მაუწყებლობისთვის ლიცენზირებისას/ავტორიზაციისას მიეთითება სამაუწყებლო პროგრამების თემატიკა/თემატიკები. საუნივერსიტეტო მაუწყებლობა არის სპეციალიზებული მაუწყებლობა, რომლის ავტორიზაციისას მიეთითება სამაუწყებლო პროგრამების თემატიკა/თემატიკები. კულტურულ-შემოქმედებითი რადიომაუწყებლობა არის სპეციალიზებული მაუწყებლობა, რომლის ლიცენზირებისას/ავტორიზაციისას მიეთითება სამაუწყებლო პროგრამების თემატიკა/თემატიკები.

