ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ
ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ
For information only — not legal advice.
1. ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობა ხორციელდება ამ საქმიანობის ავტორიზაციის საფუძველზე.
2. ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში რეგულირება ხორციელდება ტექნოლოგიური ნეიტრალიტეტის პრინციპის შესაბამისად.
3. საქმიანობის ავტორიზაცია არ არის საჭირო, თუ ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელები და საშუალებები გამოიყენება: ა) ელექტრონული საკომუნიკაციო სპეციალური ქსელების ორგანიზებისათვის; ბ) საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ელექტრონული საკომუნიკაციო უწყებრივი ქსელის ორგანიზებისათვის, რომელიც იქმნება არაკომერციული მიზნით, საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის შიდასაკომუნიკაციო კავშირის უზრუნველსაყოფად. საქართველოს 2008 წლის 27 ივნისის კანონი №67 - სსმ I, №12, 14.07.2008 წ., მუხ.89
Closest in meaning — including in other laws
ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ