1.სათემო მაუწყებლობა უნდა: ა) ემსახურებოდეს თემის ინტერესებს; ბ) უზრუნველყოფდეს მაუწყებლობის პროცესში იმ საზოგადოების წარმომადგენელთა მონაწილეობას, რომელსაც იგი ემსახურება; გ) უზრუნველყოფდეს შესაბამისი მომსახურების ზონაში მცხოვრები უმცირესობების მოსაზრებების გაშუქებას.
2.სათემო რადიომაუწყებლობისათვის სიხშირულ სპექტრს ანაწილებს კომისია. საქართველოს 2015 წლის 12 ივნისის კანონი №3691 - ვებგვერდი, 15.06.2015წ.

