Article 40. საეთერო მაუწყებლობის მომსახურების ზონა
Consolidation №83 Verified against the current consolidation · 10 Jun 2026
1. კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე საქართველოს ტერიტორია იყოფა საეთერო მაუწყებლობის მომსახურების ზონებად.
2. ლიცენზიის მფლობელმა უნდა უზრუნველყოს რადიოსიგნალის ხარისხიანი მიღების ხელმისაწვდომობა მისი მომსახურების ზონის მოსახლეობის არანაკლებ 90%-ისათვის.
3. ეროვნული რადიომაუწყებლობისა და ადგილობრივი რადიომაუწყებლობისათვის ლიცენზია ცალ-ცალკე გაიცემა. საქართველოს 2015 წლის 12 ივნისის კანონი №3691 - ვებგვერდი, 15.06.2015წ.
Related across Georgian law
Closest in meaning — including in other laws
მაუწყებლობის შესახებ
