Article 47. (ამოღებულია)
საქართველოს 2015 წლის 12 ივნისის კანონი №3691 - ვებგვერდი, 15.06.2015წ. თავი VI. ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობები და შინაარსობრივი მოთხოვნები საქართველოს 2012 წლის 22 მაისის კანონი №6256 - ვებგვერდი, 06.06.2012წ. მუხლი 48. ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობები ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით, აგრეთვე საავტორიზაციო ან/და სალიცენზიო განცხადებაში ნაკისრი ვალდებულებებით. საქართველოს 2009 წლის 27 მარტის კანონი №1130 - სსმ I, №9, 13.04.2009წ., მუხ.30 საქართველოს 2012 წლის 22 მაისის კანონი №6256 - ვებგვერდი, 06.06.2012წ. მუხლი 48 1 . ლიცენზიის გადაცემა ლიცენზიის სხვა პირისათვის გადაცემა შესაძლებელია მხოლოდ კომისიის წინასწარი თანხმობით. საქართველოს 2012 წლის 22 მაისის კანონი №6256 - ვებგვერდი, 06.06.2012წ. მუხლი 49. არქივი ყველა ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი პირი ვალდებულია შექმნას არქივი და არანაკლებ 1 თვის განმავლობაში შეინახოს თავის მიერ გავრცელებული პროგრამები, ვიდეორგოლები და აუდიოვიზუალური სარეკლამო კომუნიკაციები. დავის არსებობის შემთხვევაში დავასთან დაკავშირებული პროგრამები, ვიდეორგოლები და აუდიოვიზუალური სარეკლამო კომუნიკაციები დავის დასრულებამდე ინახება. საქართველოს 2012 წლის 22 მაისის კანონი №6256 - ვებგვერდი, 06.06.2012წ. საქართველოს 2022 წლის 22 დეკემბრის კანონი №2482 – ვებგვერდი, 30.12.2022წ.
Related across Georgian law
Closest in meaning — including in other laws
მაუწყებლობის შესახებ
