Article 67. სპონსორობის დაუშვებლობა
1. ადმინისტრაციული ორგანო, კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანოს წევრი ან საჯარო მოსამსახურე, პოლიტიკური პარტია, პოლიტიკური პარტიის ლიდერი ან თანამდებობის პირი, პოლიტიკურ პარტიათა კოალიცია ან ბლოკი და სხვა საარჩევნო სუბიექტი არ შეიძლება იყვნენ პროგრამის სპონსორები.
2. ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომლის ძირითადი საქმიანობაა ისეთი საქონლის წარმოება ან მომსახურების მიწოდება, რომლის რეკლამირებაც აკრძალულია „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონით , არ შეიძლება იყოს პროგრამის სპონსორი.
3. სპონსორობისას დაუშვებელია საქონლის / მომსახურების შეძენის , მიწოდებისა და მოხმარებისაკენ პირდაპირი მოწოდება ამ საქონელზე ან / და მომსახურებაზე სპეციალური მითითებით . საქართველოს 2013 წლის 12 ივლისის კანონი №833 – ვებგვერდი, 25.07.2013წ. საქართველოს 2015 წლის 19 თებერვლის კანონი №3088 - ვებგვერდი, 12.03.2015წ.
Related across Georgian law
Closest in meaning — including in other laws
