1.ამ მუხლის ამოქმედებიდან 2024 წლის 1 იანვრამდე საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო ფინანსდება საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტიდან, საზოგადოებრივი მაუწყებლის 2023 წლის ბიუჯეტის 16%-ისა და ამ მუხლის ამოქმედებიდან 2024 წლის 1 იანვრამდე დარჩენილი დღეების რაოდენობის ნამრავლის 365-ზე განაყოფის ოდენობის თანხით. საზოგადოებრივი მაუწყებლისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს სათანადო ხელმძღვანელმა ორგანოებმა ამ მუხლის ამოქმედების შემდეგ განახორციელონ ამ კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ამ პუნქტით დადგენილი ოდენობის თანხით დაფინანსების უზრუნველსაყოფად და ამ მიზნით საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს 2023 წლის ბიუჯეტში სათანადო ცვლილების შესატანად.
