საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ
Closest in meaning — including in other laws
Always up-to-date legal framework
1.საკონსტიტუციო სამართალწარმოების მონაწილეები არიან: ა) მხარეები – პირები და ორგანოები, რომლებიც, ამ კანონის 33-ე–მე-40, 41 1 და 41 3 მუხლების შესაბამისად, ითვლებიან მოსარჩელეებად და მოპასუხეებად; ბ) მხარეთა წარმომადგენლები – ნდობით აღჭურვილი პირები, რომლებსაც მხარეებმა კანონით დადგენილი წესით გადასცეს თავიანთი უფლებამოსილება. საკონსტიტუციო სასამართლოში წარმომადგენლის დანიშვნა სავალდებულოა, თუ კონსტიტუციური სარჩელის/კონსტიტუციური წარდგინების შემტან პირთა რაოდენობა ორზე მეტია, აგრეთვე თუ კონსტიტუციური სარჩელის/კონსტიტუციური წარდგინების შემტანი პირი პენიტენციურ დაწესებულებაშია მოთავსებული. მხარის წარმომადგენლის რწმუნებულება უნდა დამოწმდეს სანოტარო წესით ან შესაბამისი დაწესებულებისათვის დადგენილი წესით; გ) მხარეთა ინტერესების დამცველები – ადვოკატები, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უფლებამოსილი არიან განახორციელონ საადვოკატო საქმიანობა, ან უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე სხვა პირები, რომლებიც სამართალწარმოებაში მონაწილეობენ მხოლოდ მხარეებთან ან მათ წარმომადგენლებთან ერთად. მათი დანიშვნის უფლება აქვს როგორც მხარეს, ისე მის წარმომადგენელს. 1 1 . თუ მოსარჩელე/კონსტიტუციური წარდგინების ავტორი საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფია, მასზე არ ვრცელდება ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მხარის წარმომადგენლის რწმუნებულების დამოწმების წესი. საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფი ამ რწმუნებულებას გასცემს მისი სანოტარო წესით დამოწმების გარეშე, წერილობით, მატერიალური ფორმით ან ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის მეშვეობით. აღნიშნული რწმუნებულება სარჩელს/კონსტიტუციურ წარდგინებას დაერთვება ან საკონსტიტუციო სასამართლოს საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის დაწყებამდე წარედგინება.
2.ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“, „თ“ და „კ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ კონსტიტუციურ წარდგინებებს საკონსტიტუციო სასამართლო არსებითად განიხილავს წარდგინების ავტორთა და მათ წარმომადგენელთა გარეშე. საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია მოიწვიოს წარდგინების ავტორები, ხოლო იმავე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საკითხზე დასკვნის მომზადებისას – აგრეთვე შესაბამისი თანამდებობის პირები და მოისმინოს მათი განმარტებები, მაგრამ ამ პირებს იგი მხარედ არ აღიარებს. აღნიშნულ თანამდებობის პირებს, მიუხედავად იმისა, მიწვეული იქნებიან თუ არა ისინი სასამართლო განხილვაზე, უფლება აქვთ, საკონსტიტუციო სასამართლოს წარუდგინონ წერილობითი ახსნა-განმარტებები.
3.საკონსტიტუციო სამართალწარმოების მონაწილეები ვალდებული არიან კეთილსინდისიერად გამოიყენონ თავიანთი უფლებები. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის წინასწარი შეცნობით ყალბი ცნობების მიწოდება იწვევს კანონით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას. საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის ორგანული კანონი №3265 – ვებგვერდი, 10.08.2018წ. საქართველოს 2025 წლის 16 ოქტომბრის ორგანული კანონი №988 – ვებგვერდი, 17.10.2025წ.
These lawyers work in the legal area related to this article.